
ეროვნული ლიგის გათამაშების მესამე წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, საფეხბურთო კლუბის ქუთაისის „ტორპედოს" გარშემო, კიდევ ერთი უსიამოვნო სიახლე უკვე, რამდენიმე დღეა სოციალური ქსელით ვრცელდება.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა 31 აგვისტომდე ყველა დავალიანებას არ გაისტუმრებს, კლუბს ჩემპიონატში 6 ქულას ჩამოაჭრიან.
ამის შემდეგ ქუთაისურ გუნდს 2 კვირიანი ვადა ექნება და თუ ამ დროის განმავლობაშიც არ მოხდება დავალიანების დაფარვა, "ტორპედო" "ეროვნულ ლიგა 2-ში" დაქვეითდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
TSFF.GE შევეცადეთ, ამ ინფორმაციის გადამოწმებას და თავდაპირველად ბუნებრივია, კლუბს დავუკავშირდით. გაირკვა, რომ კლუბმა, დავალიანების გადავადების შესახებ, თანამშრომლების (ფეხბურთელებთან) შეთახმებას მიაღწია. შესაბამისად, თუკი რაიმე სახის დარღვევა არსებობდა, სფფ-ს მიერ დადგენილი, კლუბების ლიცენზირების დებულების, ფინანსური კრიტერიუმებით გათვალისიწინებული მუხლების დასაკმაყოფილებლად, „ტორპედომ", 31 აგვისტომდე უკვე, მიაღწია შეთანხმებას, გადავადების თაობაზე.
კლუბს, ამ მომენტამდე არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან და არც სფფ-ს და არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტისგან არანაირი ოფიციალური შეტყობინება, ან გაფრთხილება არ მიუღა მოსალოდნელი სანქციების შესახებ. უფრო მეტიც, ჩვენს ხელთ არსებული, გადამოწმებული ინფორმაციით, ევრო ტურნირებამდე, კლუბის საწინააღმდეგოდ განცხადება, სადისციპლინო კომიტეტში, მართლაც ჰქონდა შეტანილი 5 ფეხბურთელს, მაგრამ ბოლო ინფორმაციით ყველა მათგანთან „ტორპედო" მორიგდა. აღნიშნული ფეხბურთელებიდან, ზოგი გუნდს დაემშვიდობა და ზოგს კი, მისცეს ხელფასი და ამჟამადაც კლუბშია.
დიდი ალბათობით, „ტორპედოს" ისედაც მძიმე მდგომარეობის ფონზე, კიდევ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება, კლუბის გულშემატკივრის მხრიდან სამართლიანი წნეხისაკენ მიანიშნებს კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა, ბოლოს და ბოლოს მიხედოს, ერთ-ერთ ისტორიულ და ტრადიციულ ქართულ კლუბს.
არის კიდევ ერთი ვერსია, რომ კლუბს, კრედიტორები უჩივიან. მსგავს დავალიანებას კლუბში უარყოფენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც „ტორპედოში", არანაირი ოფიციალური საჩივარი არ არის დაფიქსირებული.
ბუნებრივია, არავის ჭკუის სწავლას ამ სტატიით არ ვაპირებთ და ის, რომ ყველა ვალი, ადრე თუ გვიან, გასასტუმრებელია უბრალოდ ჭეშმარიტებაა. თუმცა, უცხოეთში, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები (და არა მხოლოდ, კონკრეტულად კლუბის გეოგრაფიული ადგილის მიხედვით), რამდენიმე ათეული ათასი კაცი ერთად, კლუბის თანამეწილეები არიან. შესაბამისად იხდიან წლიურად დადგენილ საწევრო გადასახადს, ირჩევენ „ბორდს" და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებიან კლუბს - მათ შორის ფინანსურადაც.
სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერ არა თუ მსგავსი კულტურა, არამედ, თამაშზე სიარულის კულტურის ნაკლებობაც გვაქვს და მაგრები, მხოლოდ „სკანდალების" აგორებაში ვართ.
გასაგებია, რომ „ტორპედოს" მიმართ გულისტკივილი, მთელი ქალაქის ხმაა (თუმცა, არა მხოლოდ ქალაქის). გასაგებია, ისიც, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით, „მამაქალაქს" სამუშაო ადგილების უფრო მეტი გასაჭირი აქვს, მაგრამ დედაქალაქისგან განსხვავებით, აქ სპორტს უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს და როდესაც „ტორპედო" ბოლო წლები „რამაზ შენგელიაზე" თამაშობდა, 11883 კაცი, საკუთარ გუნდს ამხნევებდა. ამჟამად, ქუთაისის მოსახლეობა, 2016 წლის მონაცემებით, 150 000-ს აღემატება. ამ რიცხვში, რაღა თქმა უნდა ნახევარი თუ არა, 1/3-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი იქნება, რომელმაც ყოველთვიურად 1 ან 2 ლარი, რომ გაიღოს საყვარელი კლუბისთვის, „ტორპედოს" ამ მდგომარეობიდან არა თუ ამოათრევს, არამედ თუნდაც, ბოლო 2 წლის განმავლობაში არსებულ წერილამდე დააბრუნებს და განვითარებისკენ უბიძგებს.
ბუნებრივია, ანალოგიურად შეუძლია მიუდგეს საქართველოს ყველა ქალაქი საკუთარი საყვარელი კლუბის პრესტიჟს, იმიჯს და ისტორიას, რადგან ნელ-ნელა ამის დრო დგება და ყოველთვის, სახელმწიფო და ფედერაცია არ იქნება ვალდებული, ესა თუ ის კლუბი შეინახოს.





ჩვენ








