
როგორც უკვე გატყობინებდით, რამდენიმე დღის წინ ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძე, უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 200 მეტრიან დისტანციაზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველ სპორტსმენს გამარჯვებამდე რამდენიმე მეასედი წამი დააკლდა. ამას გარდა, ჩვენი ინფორმაციით ზაზა აღნიშნულ ტურნირზე, მოუშუშებელი ტრავმით ასპარეზობდა.
„კი, მინსკის თამაშებამდე მივიღე ტრავმა, რამაც ამ წელს, მთლიანობაში, უკან დამწია, მინსკის შემდეგ, საქართველოში ვიმკურნალე, მაგრამ რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას დრო ჭირდებოდა -რაც არ იყო. ამიტომ, გამიცდა ვარჯიშები. ამას გარდა, პატარა დატვირთვებით ვივარჯიშე დიდი ხანი. როცა, უკვე სხვა გზა არ იყო, გავზარდეთ დატვირთვები და ცოტა ისევ შემაწუხა. მიუხედავად ამისა, სიტუაციიდან გამომდინარე, ყველანაირად მაქსიმალურად მოვემზადე. უშუალოდ ამ შედეგით, არ ვარ კმაყოფილი, რადგან ვერ მოვიგე და დავმარცხდი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც მსოფლიო ჩემპიონატია და ამ ჩემპიონატის ვერცხლის მედალი სასიხარულოა. გულშემატკივარი, ალბათ, უკეთ შეაფასებს," - აღნიშნა ზაზამ TSFF.GE-სთან საუბარში.





ჩვენ








