
მარიამ ბოლქვაძე ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა, აშშ-ს ღია პირველობაზე ასპარეზობისას, ქართველმა ჩოგბურთელმა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა გააკეთა. პირველ წრეში გამარჯვებამ მას, 105 სარეიტინგო ქულა მოუტანა და 50 ადგილით დააწინაურა. შესაბამისად, კლასიფიკაციაში 201-დან 152-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა.
აღნიშნული შედეგი ბოლქვაძის კარიერის რეკორდია. ამას გარდა, სპორტსმენი მეორე წრეში კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დადგა, როდესაც მისი მეტოქე, მსოფლიოს მე-წ ჩოგანი, ჩეხი, კაროლინა პლიშკოვას აღმოჩნდა.
ბოლქვაძემ, მხოლოდ ერთ სეტში შეძლო წინააღმდეგობის გაწევა პლიშკოვასათვის. პირველი სეტისგან განსხვავებით, რომელიც ქართველმა 6-1 წააგო, მეორე სეტში ოდნავ უფრო მეტი იბრძოლა, თუმცა სამწუხაროდ, ისიც წააგო, 6-4. საერთო ჯამში, მატჩმა 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა.
ამ მარცხის მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელი ქალის გამოსვლა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაფერთან ერთად, ბოლქვაძე მცირე ტრავმითაც ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ მარიამი მე-4 ქართველი ქალი სპორტსმენია, რომლებმაც, „დიდი სლემის" ჩემპიონატების ძირითად ბადეში თამაში მოახერხეს. მარიამის გარდა, ესენი სოფიო შაფათავას, ლელა მესხი და ანა ტატიშვილი ( რომელიც დღეს აშშ-ის სახელით გამოდის) იყვნენ.





ჩვენ








