
დღეს, ზენიცაში, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის შესარჩევი ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა და მასპინძლებთან, ბოსნია-ჰერცოგოვინას ქალთა ნაკრებთან 7-1 დამარცხდა.
მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს. მე-5 წუთზე, დაიანა სპაზოევიჩმა ბურთი კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, ჩვენი ნაკრები კარში გადააგზავნა, 1-0. კიდევ 5 წუთში, ჰასანბეგოვიჩმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 2-0. კიდევ 3 წუთში, უკვე ნიკოლიჩმა გამოიყენა ზუსტად სტანდარტული და მატჩის სტარზე, ბოსნიელები უკვე 3-0 იგებდნენ. ამ მომენტიდან დაახლოებით 10 წუთის მანძილზე, მასპინძლები კვლავ უტევდნენ საქართველოს ნაკრები კარს, თუმცა, მათი მცდელობა რამდენჯერმე ასცდა კარის ჩარჩოს. ერთ მომენტში კი ჩვენი გუნდის მეკარემ თათია გაბუნიამ იხსნა კარგი გოლისგან. თუმცა, მორიგი საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბოსნიელებმა კიდევ ერთით გაზარდეს სხვაობა. 23-ე წუთზე აიდა ჰაჯიჩმა გამოიჩინა თავი, 4-0. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავუშვით. 43-ე წუთზე 11-მეტრიანის შემდეგ, ბოსნიელებმა პირველი ტაიმი 5-0 მოიგეს.
ლევან ბაჯელიძის გუნდმა, მეორე ტაიმში მობილიზება მოახერხა. ნათელია, რომ მატჩის სტარტზე გაშვებული გოლების შემდეგ, გოგონებს, გაუჭირდათ მობილიზება. სხვათა შორის, მამაკაცთა ფეხბურთისგან განსხვავებით, ეს მომენტი, ქალთა ფეხბურთს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიუანსია. თუმცა, მასპინძლებმა, 2 გოლი ამ ტაიმშიც გაგვიტანეს. ერთ 51-ე წუთზე, კვლავ 11-მეტრიანით და ანგარიში გახდა 6-0, ხოლო ბოლოჯერ, ქართველთა კარის აღება მე-80 წუთზე მოახერხეს, 7-0. მატჩის დასრულებამდე, 7 წუთით ადრე, ქართველა ნაკრებში ცვლილება განხორციელდა. თეონა ბაქრაძის ნაცვლად, მოედანზე ანა ჩემინავა გამოვიდა, რომელსაც ოპერაციისა შემდეგ, თამაში ახლი დაწყებული აქვს. თუმცა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ძველ და გამოცდილ მოთამაშეს, პრესტიჟის გოლის გასატანად, მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა. საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფის პირველი თამაში გასვლაზე 7-1 წააგო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თამაშებში ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარებიან თამარ ტატუაშვილი, ტატა მატვეევა, გულნარა გაბელია, ნათია სხირტლაძე და თამარ ნადირაშვილი. შესაბამისად გუნდს, ძირითადი მოთამაშეების გარეშე მოუწია სასტარტო შეხვედრის ჩატარება, რომლის დროსაც ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები დაიხმარა. კიდევ ერთ გამოცდილი ფეხბურთელი თამარ ქველიძე, კი ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება.
ჩვენი ნაკრები, სამშობლოში ხვალ დაბრუნდება და მომდევნო შეხვედრისათვის მოემზადება, რომელსაც ქართველი გოგონების, ქალთა შორის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ¼ ფინალისტის, იტალიის ქალთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველო: თეონა გაბუნია, გვანცა ქადაგიშვილი (46'), ნინო პასიკაშვილი, ნინო ჩხარტიშვილი, თეონა ბაქრაძე (83'), ლელა ჭიჭინაძე (66'), ხატია ჭყონია, მარიამ კალანდაძე, ნინო სუთიძე, თეონა თოდაძე, ელენ რაუხი
შეცვლა: 46' მარიამ დანელია, 66' თამრიკო სალუქვაძე 83' ანა ჩემინავა
გოლი: 5' სპაზოევიჩი, 10' ჰასანბეგოვიჩი, 13'/51' ნიკოლიჩი, 23' ჰაჯიჩი, 43' ალექსიჩი, 80' კრაიშუმოვიჩი, 83' ანა ჩემინავა
გაფრთხილება: 42' თეონა გაბუნია
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
იტალიის ნაკრები საქართველოში ხვალ დილით ჩამოვა და სასტუმრო „რედისონში" დაბინავდება. 2 სექტემბერს, იტალიელები, მედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავენ. საქართველოსა და იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა მიხეილ მესხზე, 3 სექტემბერს, 16:15 წუთზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევ ჯგუფში სხვა შეხვედრები შემდეგი ანგარიშით დასრულდა:
ისრაელი - იტალია 2-3
დანია- მალტა 8-0
3 სექტემბერს - ბოსნია ჰერცოგოვინა მალტას დაუპირისპირდება, ხოლო ისრაელი დანიას მიიღებს.





ჩვენ








