
ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს, ლუკა მაისურაძემ მიუმატა ვერცხლის მედალი - ამ ეტაპზე, ტოკიოში 25-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი მხოლოდ ესაა.
სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი მეოთხე წრეში დამარცხდა იაპონელ შოჰეი ონოსთან და შეჯიბრს გამოეთიშა.
ბექა ღვინიაშვილი მესამე წრეში დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა
დამამშვიდებელ წრეში დამარცხდა ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 2011 წლის შემდეგ პირველად დარჩა მედლის გარეშე.
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეა. ტრადიციულად ბოლო დღეს მოუწევს ასპარეზობა გურამ თუშიშვილსაც. ამომავალი მზის ქვეყანაში, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით დილის 8:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი, 14:00 დაიწყება.
ძიუდოს მოყვარულებს პირდაპირი რეპორტაჟისა და შედეგების ხილვა მოცემულ ბმულზე შეუძლიათ - https://live.ijf.org/wc_sen2019/brackets
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები, შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი
:-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ლუკა მაისურაძე
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - გურამ თუშიშვილი
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი





ჩვენ








