ბასილაშვილმა მეორე წრეც გაიარა
ბასილაშვილმა მეორე წრეც გაიარა
29.08.2019
ავტორი: მ.ნ.

აშშ-ს ღია პირველობაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხ სეტში მოიგო - 3-6, 7-6(3), 7-5, 6-2 ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ნაკლებად ცნობილი ამერიკელი, მსოფლიოს 394-ე ჩოგანი ჯენსონ ბრუქსბი დაამარცხა.  უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სეტი და მეორე სეტის პირველი ნახევარი 18 წლის ამერიკელის უპირატესობით მიდიოდა.


პირველ, საწყის პარტიაში მან ორი ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა, ბასილაშვილს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.


მეორე სეტში,  ტაი-ბრეიკის დროს, ბასილაშვილმა ძალიან სტაბილურად ითამაშა თავის მოწოდებაზე, მეტოქეს, არც ერთი ქულა არ დაუთმო და თანაც, ორი მინი-ბრეიკი შეასრულა, რითაც სეტებში ანგარიში გათანაბრდა.


არ წაუვიდა ნიკას, არც მესამე სეტი და საქმე მეორე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როდესაც ბასილაშვილმა სეტში მეოთხე ბრეიკი აიღო და ბოლოს სეტის მოგებაც მოახერხა. რეალურად კი ეს მომენტი გამოდგა გადამწყვეტი, რადგან სწორედ ამ გატყდა ამერიკელი და საბოლოოდ, შეხვედრამ, რომელმაც  3 საათზე მეტხანს გასტანა, ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.


1/16 ფინალში, ბასილაშვილი, გერმანელ დომინიკ კოპფერის შეხვდება. მსოფლიოს 118-ე ჩოგანი და ნიკა  არასოდეს შეხვედრილან ერთმანეთს. მატჩის დაწყების სავარაუდო დრო - 31 აგვისტო, 00:30 საათი