ოქტომბერში „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაიწყებს
ოქტომბერში „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაიწყებს
30.08.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, ბარსელონაში,   „დინამო თბილისის" წყალბურთელთა გუნდის მეტოქეების ვინაობა გაირკვა, რომლებთან ერთადაც, ქართულ გუნდს, 2019 წლის 9 ოქტომბრიდან წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.


„დინამო თბილისი"  B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ხორვატული ზაგრების „მლადოსტი", უნგრული „ტელეკომ ბუდაპეშტი", გერმანიის „ჰანოვერი",  ფრანგული „მარსელი", და იტალიური „რეკო" იქნებიან.


იმისთვის, რომ  „დინამო თბილისს", ჩემპიონთა ლიგის „ტოპ 16" გუნდთან ერთად ეასპარეზა, ევროპის საწყლოსნო ფედერაციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა. როგორც ერთი თვის წინ, TSFF.GE გატყობინებდათ, „დინამო თბილისი", პრესტიჟული ტურნირისთვის ახალი მოთამაშეებითაც გაძლიერდება. გუნდს შეუერთდნენ ანდრო ბითაძე  სერბეთიდან, ნიკა შუბლაძე მონტენეგროდან. დინამოელებს ასევე ემატებიან მარკო ელაჩა, ბორის ვაპენსკი და ფაბიო ბარალდი.