ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, ტატო ნადირაძე და
ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, ტატო ნადირაძე და
01.07.2009
ავტორი:

ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, ტატო ნადირაძე და გურამ გაზდელიანი საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდული გუნდის წევრები არიან. 2009 წელს, ოთხეული ჭაუხის მასივსა და უშბაზე რამდენიმე ტექნიკურად რთული მარშრუტის გავლას გეგმავს. თუმცა მანამდე, ბიჭება საწვრთნელი შეკრება ზღვისპირა ქალაქ სედაკში გაიარეს. ბოლო 20 წლის მანძილზე ეს პირველი სერიოზული საწვრთნელი მასტერკლასია, რომელიც ქართველმა მთამსვლელებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიარეს.
ეროვნული ფედერაციის ბაზაზე ახლაგაზრდული ნაკრები წელს შეიქნმა. პირველი მასტერკლასისთვის ადგილი უკრაინაში, ინტერნეტით მოიძიეს. შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდა კოლეგებს დაუკავშირდნენ და საწვრთნელი შეკრებისთვის მარშრუტები შეარჩიეს. უკრაინაში ჩასულება გაიგეს, რომ სედაკში, ბოლოს ქართველები გასული საუკუნის 80-იან წლებში იყვნენ, როდესაც საკმაოდ რთული მარშრუტებიც გაუვლიათ.
უკრაინაში სედაკი ალპინისტური მექაა. ქართველთა საწვრთნელი გეგმით 5 მარშუტის გავლა იგეგმებოდა. მათ შორის ყველაზე რთული ოთხიანი სირთულის უნდა ყოფილიყო. თუმცა იოლად გაკეთებული მოკლე ტექნიკური მარშრუტების და გულშემტკივართა წაქეზების შემდეგ, უფრო მეტი სიმაღლეების აღება გადაწყვიტეს.
ყირიმის ნახევარკუნძულზე, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის ახალგაზრდულმა გუნდმა ოცდაერთდღიანი საწვრთნელი შეკრება გაიარა. სხვადასხვა სირთული 10 წარმატებული გასვლის შემდეგ (ხუთი მარშრუტი ხუთიანი, მათ შორის ორი ხუთიანი “ბ” სირთულის იყო) უფრო ემოციურად დაიღალენ, ვიდრე