მხოლოდ ერთი ოქრო და ერთ ბრინჯაო

31.08.2019
ავტორი: მ.ნ.
ამომავალი მზის ქვეყნიდან, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. თუმცა, მიუხედავად ამისა ჩვენმა გუნდმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველებს მასპინძელმა იაპონიამ, და ბოლო დრეს მოგებული ვერცხლის მედლით, ჰოლანდიამ გადაუსწრო.
მსოფლიოს ჩემპიონი 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი 81 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძეს გადაეცა.
სამწუხაროდ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ტოკიოში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა. ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით წააგო.





ჩვენ








