
„დინამო არენაზე" საქართველოსა და შოტლანდიის სარაგბო ნაკრებების შეხვედრა, სტუმართა გამარჯვებით 10-44 დასრულდა.
ისტორიული შეხვედრა დინამო არენაზე, რომელშიც ბორჯღალოსნებმა, შინ პირველად უმასპინძლეს შოტლანდიას, თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში, მე-6 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაიხსნა და შოტლანდიელები 0-3 დაწინაურდნენ. მე-20 წუთისთვის სტუმრებს უკვეს, 0-20 მიჰყავდათ ანგარიშში. ჩვენებმა, მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა. თუმცა, მხოლოდ, 32-ე წუთზე, სოსო მათიაშვილმა ბორჯღალოსნებს პირველი სამი ქულა მოუტანა. 3-20. ტაიმის მიწურულს, შოტლანდიელებმა, კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე 20 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ 3-23.
მატჩის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. შოტლანდიელები, „დინამო არენაზე" მშვიდად გრძნობდნენ თავს და ანგარიშს ზრდიდნენ. ამ ტაიმში, ჩვენებმა, მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. კარლენ ასიეშვილის ლელოსა და თედო აბჟანდაძის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 10-30 გახდა. თუმცა ეს იყო და ეს, რაც დღეს საქართველოს ნაკრებმა მოახერხა. შეხვედრის ბოლომდე, შოტლანდიელებმა კიდევ 2 ლელო დაგვიდეს და მატჩი 10-44 დასრულდა.
შოტლანდიის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრები, კიდევ ერთი მატჩს, ედინბურგში, 6 სექტემბერს გაიმართავს.
რაგბის კავშირის ფოტო





ჩვენ








