
ორშაბათს, 2 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი „ვალეტა" ოფიციალურად წარადგენს 30 წლის ქართველ ნახევარმცველს ირაკლი ძარიას. იმავე დღეს, ქართველ ფეხბურთელს 88-ნომრიან მაისურს გადასცემენ.
„იმ, ნომრით ვითამაშებ, რითაც „დინამო თბილისში" მიწევდა თამაში. პირველ შეხვედრას კი, „ვალეტას" შემადგენლობაში სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩავატარებ. დერბია, „ფლორიანასთან" და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. ალბანეთიდან წამოსვლის შემდეგ, როდესაც უგუნდოდ ვიყავი, „ვალეტას" დირექტორი დამიკავშირდა და მათ კლუბში თამაში მთხოვა. ალბათ, გემახსოვრებათ, შარშან, ევროთასებზე, „კუკესმა" „ვალეტას" გამოთიშვა მოვახერხეთ. სწორედ, მაშინ დაინტერესდნენ ჩემით მალტელები. ამ ეტაპზე, 1-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. შესაძლოა სამომავლო გავაგრძელო. მალტაზე, ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები. გარემო საკმაოდ კარგია და ჯერ-ჯერობით მომწონს", - ამბობს, ირაკლი ძარია TSFF.GE-სთან საუბარში.
სხვათა შორის, ქართველი ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ მომავალში, თუნდაც არა, როგორც აქტიურმა ფეხბურთელმა, თუმცა, საფეხბურთო კარიერა, სხვა ამპლუაში მალტაშივე გააგრძელოს. თუმცა, მანამდე ქართველ ნახევარმცველს, ახალ გარემოში თავის დამკვიდრება, „ვალეტასთან" ერთად მოუწევს.
ინფორმაციისთვის, „ვალეტა" 1943 წელს რამდენიმე საფეხბურთო კლუბის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. კლუბი 25-ჯერ იყო მალტის ჩემპიონი, 18-ჯერ ვიცე ჩემპიონი და 21-ჯერ ვერცხლის მედლის მფლობელი. მალტის თასის ფინალში 26 ითამაშა და აქედან 13-ჯერ მისი მოგება მოახერხა. 10-ჯერ აქვს მოგებული მალტის სუპერთასი. უეფას ტურნირებში კი, კლუბი 1963 წლიდან ასპარეზობს. 2019-2020 წლების სეზონზე, „ვალეტამ" ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან „დუდელანჟის" გამოგდება შეძლო, რომელმაც საბოლოოდ, ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლა მოახერხა. თუმცა, მომდევნო ეტაპზე, უკვე „ფერენცვაროშმა" მოახერხა, „ვალეტას" ევროპა ლიგის ტურნირზე გადასროლა, სადაც მალტელებს ასტანელები სასტიკად გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა გუნდი, ვისაც წელს, ევროტურნირებზე „ვალეტა" „გადაეყარა" უეფა-ს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ითამაშებს.





ჩვენ








