
ეროვნული ლიგის 26-ე ტური ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. თამაშები 29, 30, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს გაიმართა. ტურის მსვლელობისას, კვლავ გაცვალეს ადგილები „დინამო თბილისმა" და ბათუმის „დინამომ". 26-ე ტურის შემდეგ გათამაშებას ბათუმელები ლიდერობენ, თუმცა, მათ თბილისელებზე, ერთ თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. თავის მხრივ, 2 თამაშით ნაკლები აქვს, ლიდერთან შედარებით „საბურთალოს", რომელიც სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზეა და ერთი გადადებული თამაში ელის „დინამო თბილისთან". „საბურთალოს", 9 ქულით ჩამორჩება და ცხრილის მე-4 საფეხურზეა ქუთაისის „ტორპედო", რომელთანაც მოქმედ ჩემპიონს მეორე გამოტოვებული მატჩის გამართვა მოუწევს.

„დინამო თბილისი" - „დილა" 5-0
ტური, თბილისში, „დინამო არენაზე" დაიწყო. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გორის „დილას" წინააღმდეგ, თბილისელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, „რუსთავთან", ამავე სტადიონზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, გორელებთან, რომლებიც ტრადიციულად, პრინციპულად ეწინააღმდეგებიან ხოლმე „დინამო თბილისს" ასეთ ანგარიშს, ცოტა თუ მოელოდა.

შეხვედრა, დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და მე-13 წუთზე ლევან კუტალიამ, ანგარიშის გახსნაც მოახერხა, 1-0. 29-ე წუთზე, ნოდარ ქავთარაძემ მოატყუა მეკარე და ამის შემდეგ ბურთს კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია, 2-0. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით განვითარდა. აქაც, გორელთა კარში თავდაპირველად გოლი, კვლავ ლევან კუტალიამ გაიტანა, 3-0. დინამოელები კიდევ უფრო დააწინაურა, თავად კი, ამ ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში 14 გატანილი გოლით. მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი.
სხვათა შორის ამ შეხვედრაში, მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა ნიკა ნინუამ, რომელის ეროვნული ლიგის გათამაშებაში, ამ კუთხით, მეტი „ასისტის" ცხრილის სათავეში მოექცა.

„ტორპედო" - „ვიტ ჯორჯია" 1-0
მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო 26-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ". ახალი შენების გზაზე მდგარმა „ტორპედომ", რომლის ირგვლივაც არ წყდება ვნებათაღელვა, წყალტუბოში, მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა, გათამაშების აუტსაიდერი, „ვიტ ჯორჯია". ამ შეხვედრაში, ერთად-ერთი გოლი, მატჩის 72-ე წუთზე რაფაელ ჩუკვურამ გაიტანა და გუნდს, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში, ქუთაისელთა კარს კვლავ ლევან შოვნაძე იცავდა. გემახსოვრებათ, რომ კვასხვაძემ, წინა ტურში მცირე ტრავმა მიიღო და კახა ჩხეტიანი იძულებული იყო კაპიტანი შეეცვალა.
„რუსთავი" - „დინამო" ბთ 0-2
მეორე „დინამოს" ვეღარ მოერია „რუსთავი", რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბათუმელებთან შეხვედრამდე, მთელი რესურსი, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ ბრძოლაში დახარჯა. „რუსთავმა" რომელსაც ამ ტურამდე, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა ბათუმის „დინამოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ შეწყვიტა. რუსთაველებისა და ბათუმელების დაპირისპირება მეტალურგთა ქალაქში, აჭარლების სრული უპირატესობით დაიწყო და მე-19 წუთზე, ჯოვინო ფლამარიონმა „დინამო" დააწინაურა, 0-1. 23-ე წუთზე, ბათუმელთა უპირატესობა ორამდე ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა 0-2. შეხვედრის ამ მონაკვეთში გია გეგუჩაძის გუნდს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. თუმცა, მეორე ტაიმში სტუმრებმა შეტევებს უკლეს და ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეს, რაც კარგადაც გამოუვიდათ. „დინამომ" გასვლაზე 0-2 მოიგო და დროებით, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია დაიბრუნა.
ამ ტურის კიდევ ორ შეხვედრაში, თბილისური გუნდებიდან ერთმა მოიგო, მეორემ კი, ფრედ ითამაშა:
„ლოკომოტივი" - „სიონი" 1-1
„საბურთალო" - „ჩიხურა" 1-0
სატურნირო ცხრილი
მორიგი 27-ე ტურის კალენდარი





ჩვენ








