საქართველოს ნაკრებმა სტამბოლში შეკრება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა სტამბოლში შეკრება დაიწყო
02.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კორეის რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ,  იმ შემთხვევაში შესაძლოა შეხვდეს, თუკი ჩვენი გუნდი მომავალში მუნდიალის შესარჩევს გაივლის და შემდეგ, ფიფა-ს წილისყრით მინიმუმ ჯგუფში, მაქსიმუმ კი ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში შეხვდება. ისიც, თუ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ორივეს გაუმართლებს. შესაბამისად, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებების პირველი, ისტორიული დაპირისპირება, წესით ქართული მედიის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რა ტიტულებს ფლობს ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე. სხვა თუ არაფერი, ჩვენთვის, აბსოლუტურად ახალ, საფეხბურთო სეგმენტს ვხდებით. მართალია, ამ ეტაპზე მხოლოდ ამხანაგური მატჩის სტატუსით.




საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს, სტამბოლში, 5 სექტემბერს, თბილისის დროით, 17:30 წუთზე დაიწყება. შეხვედრა სტამბულის ერთ-ერთ პროვინციაში ბაშაქშეჰირის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.


წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას კი, ვლადიმირ ვაისის გუნდი 2 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში არასრული შემადგენლობით შეუდგა. ქართველები ქუჩუქჩექმეჯეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ და დღესვე ივარჯიშეს.




სფფ-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელ პროცესში, რომელიც ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა - მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია)




მათ გარდა, დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი).




ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, გასულ კვირას, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კორეისა და დანიის ნაკრებებთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა. დასახელებულ შემადგენლობას ორი ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდა.  უახლოესი შეხვედრებში, გუნდს სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. ხოჭოლავა, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთადაა და ინდივიდუალურად, მსუბუქად ვარჯიშობს.




ვლადიმირ ვაისს,  კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ შემდეგი 25  ფეხბურთელი რჩება:  მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)





მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)


თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)




მათ გარდა, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ 12 ფეხბურთელს განიხილავს, რომელთა შორის არიან: ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)


სფფ-ს ფოტოები