ზოგჯერ მარცხიც შესაძლოა იყოს ღირსეული
ზოგჯერ მარცხიც შესაძლოა იყოს ღირსეული
03.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩში უმასპინძლა. მეორე  ტურის შეხვედრაში, იტალიის ნაკრები, რომელმაც ევრო 2021-ის სასტარტო შეხვედრა, ისრაელში მძიმე ბრძოლაში 2-3 მოიგო, დღეს საქართველოში მარტივ თამაშს ელოდა.  

თუმცა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა გასული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტ, იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა, გირელის დარტყმული 11-მეტრიანი თათია გაბუნიამ მოიგერია, მაგრამ იტალიელმა თავდამსხმელმა დამატებაზე ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.


საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, ქველიძე, ბაქრაძე (88' ქადაგიშვილი), ჭიჭინაძე (59' ჩემინავა), ჭყონია, დანელია, კალანდაძე, სუთიძე, თოთაძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ჩხარტიშვილი, წოწერია, სხრიტლაძე, ხაბურძანია, სალუქვაძე, ეპიტაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე


იტალია: ჯულიანი, ბერგამასკი, გამა, ლინარი, გუანი (89' როსუჩი), საბატინო (46' სერტურინი), გირელი (70' ტარენცი), ბარტოლი, ჯიაცინტი, ჩერნოია, ჯულიანო

სათადარიგო შემადგენლობა: დურანტე, ბალდი, გალი, კარუსო, მარინელი, ფუსეტი, პანზერი, ბონფანტინი, ტუჩერი ჩიმინი

მთავარი მწვრთნელი: მილენა ბერტოლინი


მსაჯები: ვივიან პეეტერსი (ჰოლანდია), ფიკე ჰოოგენდიკი (ჰოლანდია), დიანა სნოერენი (ჰოლანდია), სტერე ბილსმა (ჰოლანდია)


გაფრთხილება: 34' დანელია, 84' გაბუნია


გოლები: 0-1 გირელი (24')


ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 8 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე დანიის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


თამაშის ფოტო-ალბომი

თამარ ჯიშკარიანის ფოტო