
ქალთა ფეხბურთში, ახალი სეზონიდან ბევრი ცვლილებაა, რომელიც ქალთა საფეხბურთო კლუბების ლიცენზირებას უკავშირდება. ქალთა შორის, რიგით მე-5 ჩემპიონატისთვის, რომელიც 2020 წელს გაიმართება, სფფ-ს ინიციატივით, ვალდებულები იქნებიან ლიცენზირების სისტემით გათვალისწინებული ნორმები დააკმაყოფილონ.უფრო ზუსტად, პირველი სალიცენზიო პროცესი 2020/2021 უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის განხორციელდება.
„2020 წლიდან კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რაც ქალთა საკლუბო განვითარებას შეუწყობს ხელს. ლიცენზირების პროცესი იწყება ქალთა ფეხბურთის კლუბებისთვის და ქალთა ეროვნულ ლიგაში 2020 წლიდან სავალდებულო იქნება შესაბამისი ლიცენზიის ქონა. ამასთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გაიმართა სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის ხელმძღვანელსა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა ფეხბურთის კლუბებთან და გავაცანით ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კლუბმა, რათა მიიღონ ქალთა ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.

ლიცენზირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ქალთა ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია და სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრისას, ქალთა ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებს განემარტათ ლიცენზირების პროცესის სპეციფიკა და ის კრიტერიუმები, რომლებიც ლიცენზიის მისაღებად უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი გვერდი, აღნიშნულ თემას, კიდევ დაუბრუნდება და შეეცდება, კლუბებთან ერთად გაიაროს ეს სიახლე. რაც შეეხება მიმდინარე ჩემპიონატს, ის 3 ტურში დასრულდება და ქალთა შორის გამარჯვებულიც გამოვლინდება. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქალთა ლიგა 8 სექტემბრიდან განახლდება.
ახალი სეზონიდან კი, ქალთა ფეხბურთი საქართველოში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა. მოგეხსენებათ, საქართველოში, ქალთა ფეხბურთი განვითარების კუთხით, ბოლო წლებია, ფეხბურთის ფედერაცია ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს 19-წლამდე ქალთა შორის.





ჩვენ








