თბილისი 3X3 კალათბურთში FIBA-ს ევროპის თასს მასპინძლობს
თბილისი 3X3 კალათბურთში FIBA-ს ევროპის თასს მასპინძლობს
05.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ხვალიდან, თბილისში, 3X3 კალათბურთში FIBA-ს ევროპის თასი აიღებს სტარტს. როგორც იცით, აღნიშნული ღონისძიება, საქართველოში პირველად ჩატარდება და მასში, მონაწილეობას 18-წლამდე ასაკის სპორტსმენები მიიღებენ.  ჩემპიონატი 6, 7 და 8 სექტემბერს, თბილისში, რიყის პარკში გაიმართება.

ღონისძიება FIBA-ს სტანდარტების, სპეციალურ 3X3 კალათბურთის მოედანზე ჩატარდება, რომელიც რიყის პარკის დიდ შადრევანზე გაიშლება.

ევროპის თასზე ევროპის 16 ქვეყნის 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველო, რომელიც ტურნირზე გოგონებისა და ბიჭების ნაკრები გუნდებით წარსდგება.

ევროპის თასის ფარგლებში, ჩემპიონატის მსვლელობის სამივე დღეს, 6, 7 და 8 სექტენბერს, რიყის პარკის ტერიტორიაზე გულშემატკივრებისთვის და ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი ზონები და გაიყიდება სხვადასხვა სახის პროდუქცია.

მოუთმენლად გელოდებით რიყის პარკში! ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის გოგონების და ბიჭების ნაკრებებს და სასიამოვნოდ გავატაროთ დრო!

3X3 ევროპის თასის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს 3X3  კალათბურთის ოფიციალურ გვერდზე

აღნიშნულ ტურნირს, ხვალიდან ჩვენი გვერდიც მიადევნებს თვალს.