
თბილისის „დინამოს" მეტოქის სახელიწოდების ზუსტი „ფრონანსი" კატალონიელებს ვკითხეთ და კატეგორიულად გვითხრეს „ჯიუვენტუტი" - ასე, გამოითქმის ამ გუნდის სახელიო. „ჯ", „ხ" თუ „ჰ" არის კატალონიური გუნდის დასახელების პირველი ასო მნიშვნელობა არ აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მათ, ყველა „ფრონანსის" ვარიანტში 12 ქულის სხვაობით მოგვიგეს 60-72. ახლა, განმეორებითი შეხვედრის წინ, რომელიც 2 დღეში, 21 სექტემბერს, ესპანეთში გაიმართება, მათ სოლიდური „ფორა" აქვთ.
17-17, 12-13, 16-17 - ეს სამი მეოთხედის ანგარიშებია. აქდან გამომდინარე, შესაძლოა ძნელი წარმოსადეგი იყო, რომ ბოლო პერიოდს, „დინამო" 10 ქულით წააგებდა. ბოლო პერიოდი -15-25. დასრულდა. ევროტურნირებზე დაბრუნებული „დინამოს" სათვალავი ნიკა ცქიტიშვილმა გახსნა. ოდნავ მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ ცქიტიშვილი, დღევანდელ შეხვედრაში, ორივე გუნდში, ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე იყო. მის ანგარიშზე 23 ქულაა.
„მარცხის მიუხედავად, გუნდმა საუკეთესო კალათბურთი აჩვენა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემადგენლობით, „დინამომ", მხოლოდ 10 დღე მოახერხა ვარჯიში. პირადად მე, კი მხოლოდ 3 დღის გატარება მოვახერხე გუნდთან ერთად. ვთვლი, რომ დღეს, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ შეგვხვდა ყველაზე ძლიერი გუნდი, ვინც კი შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ესპანეთში 4 წელი ვითამაშე და შემიძ₾ია თამად ვთქვა,რომ კატალონიური გუნდი, ზუსტად ის გუნდია, რაც მახსოვს" - ამბობს ნიკოლოზ ცქიტიშვილი.

პირველ პერიოდში დინამოელები ანგარიშში დაწინაურდნენ 14-9. თუმცა, პერიოდი 17-17 დასრულდა. მეორე პერიოდის სტარტზე, კატალონიელები რამდენიმე ბურთს ზედიზედ აგდებენ. ამის საპირისპიროდ „დინამოს" თამაში არ მისდის. გუნდი, უშვებს ელემენტარულ შეცდომებს. ფაქტიურად ის, რისიც მატჩამდე სამწვრთნელო შტაბს ეშინოდა - შეუთამაშებლობა, რეალურ სახეს, ნელ-ნელა იძენდა. ამას ემატებოდა უზუსტოდ ნასროლი საჯარიმოები და შეტევაში, უაზროდ აღებული ჯარიმები (ეს ბოლო ორი, სამწუხაროდ დინამოელებს მთელი თამაშის მანძილზე გაჰყვათ). მეორე მეოთხედში კი რაღაც მომენტი ანგარიში გაიყინა 22-22 და ვერც ერთი გუნდი, ამ ანგარიშიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. სწორედ, ამ მომენტში გამოიჩინა თავი ლონდარიძემ, რომელმაც „დინამო" დააწინაურა. თუმცა, კატალონიელებმა ანგარიშის „დაქაჩვა" მოახერხეს და ტაიმი 1 ბურთის სხვაობით, მაინც მოიგეს 29-30.
მესამე პერიოდში, ნელ-ნელა დარბაზთან და თამაშთან ადაპტირება დაიწყეს „დინამოს" ახალწვეულმა ლეგიონერებმა, მე-16 ნომერმა ნიკოლა გაჩეშამ და მე-4 ნომერმა ბოიდმა. გაჩეშა, საბოლოოდ, დინამოელთა შორის ცქიტიშვილის შენდეგ, მეორეა შედეგიანობით. მის ანგარიშზე, მატჩის ბოლოს 17 ქულა ფიქსირდება.
შესაძლოა, ბევრს მიაჩნდა, რომ „დინამოს" მთავარი ძალა, ეროვნული ნაკრების კალათბურთელები ილია ლონდარიძე და მიხეილ ბერიშვილი იქნებოდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ ევრობასკეტის დროს, მათი უთამაშებლობამ, კალათბურთელებზე ნეგატიურად იმოქმედა. ბერიშვილის ანგარიშზე 2, ლონდარიძისაზე კი, მხოლოდ 4 ქულაა. ბოლო, მე-4 მეოთხედი, სტუმრების კარნახით წარიმართა. მათ 10-13 ქულიანი გაქცევაც მოახრხეს და ეს დინამოელთა დაღლისა და წვრილმანი შეცდომების ხარჯზე მოხდა.

"მარტივი შეცდომები, რაც შეუთამაშებლობიდან იყო გამოწვეული, გაფუჭებული საჯარიმოები, ის, რომ „ჯიუვენტუტი", ფიზიკურად ჩვენზე ძლიერად იყო მომზადებული. შეიძლება ითქვას, ეს ის დეტალებია, რისგანაც შეგდება კალათბურთი, რომლის თამაშიც საქართველოს კლუბებს შეუძლიათ. საქართველოს კლუბებს, შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ევროპის წამყვან კლუბებს. თუმცა, ამისთვის 10-დღიანი შეკრება არაა საკმარისი და თანაც, გვერდში დგომა და სწორი მიმართულებების მიცემაც აუცილებელია. „ჯიუვენტუტი" არ არის ის გუნდი, რომელსაც ჩვენ უნდა დავეჩაგრეთ. ამას ვიძახი პირველი დღიდან. დღეს, ჩვენი მთავარი მინუსი იყო ის, რომ მხოლოდ 10-დღიანი შეკრება გავიარეთ. ევრობასკეტის გამო, მეტის შესაძლებლობა არ გვქონდა. ბუნებრივია, შედეგით არ ვარ კმაყოფილი და 2 დღეში, საპასუხო მატჩში შვეცდებით ამ შეცდომის გამოსწორებას. მოვიგებთ თუ წავაგებთ, ესპანეთშიც ვითამაშებთ ღირსეულად", -ამბობს ირაკლი ხოშტარია.
შეგახსენებთ, დიდი ხნის ტაიმ-აუტის შემდეგ, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის (BCL-ის) გათამაშებაში ჩაერთო და პირველი ოფიციალური მატჩში კატალონიის „ჯიუვენტუტან" სახლში 12 ქულის სხვაობით 60-72 წააგო. ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 21 სექტემებს ბადალონას "პალაუს" არენაზე ჩაატარებენ.
ასევე გეტყვით, რომ დინამოელები 2017-2018 წლების სეზონს, განახლებული შემადგენლობითა და ახალი ლეგიონერებით ხვდებიან. გამომდინარე აქედან, იძულებითი ტაიმ-აუტის შემდეგ, ახლადგამომცხვარმა „დინამომ" ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა. ახლა მთავარია, 21 სექტემბრის შემდეგ, ამ ბიჭების შენარჩუნება და სწორად გამოყენება მოხერხდეს.
და ბოლოს, 19 სექტემბრის მატჩზე, თბილისის სპორტის სასახლეში 6000-მდე ქომაგი მოვიდა. საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო", საკუთარ ფეისბუქგვერდზე, სწორედ მათ უხდის მადლობას: „ჩვენო ერთგულო ქომაგებო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს თვითოეულ თქვენთაგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის. დღევანდელ თამაშზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ენერგია, რაც თქვენგან მოდიოდა. მართალია დავმარცხდით ანგარიშით 60:72, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. არ ვაპირებთ დამარცხებასთან შეგუებას და 21 სექტემბერს ბადალონაში „ჰუვენტუტ"-თან საპასუხო თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ".






ჩვენ








