უმაყურებლო სპორტსმენები ახალი სიმაღლეების დასალაშქრად ემზადებიან
უმაყურებლო სპორტსმენები ახალი სიმაღლეების დასალაშქრად ემზადებიან
20.09.2017
ავტორი:

ქართველ მთასვლელთა ოთხკაციანი გუნდი, ნეპალში, მანასლუს მასივში, 6400-იანი მწვერვალის დასალაშქრად ემზადება. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი კატმანდუში 8 სექტემბერს ჩავიდნენ, გამოცდილი ქართველი მთამსვლელი გია თორთლაძე მათ კატმანდუში დახვდა.

ქართული ექსპედიაცია მანასლუს რეგიონში თვენახევარს გასტანს. არჩილი, გიორგი და ბაქარი 6400-იანი სიმაღლის მწვერვალის, ჯერ კიდევ გაუვლელი მარშრუტის დალშქვრას შეეცდებიან. ქართველების სამიზნე ტექნიკურად რთული, აუსვლელი კედლოვანი მარშრუტია. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონი არ არის კარგად შესწავლილი, მარშრუტის საბოლოო შტურმამდე, მას სათანადოდაც შეისწავლიან.

„მოგესალმების ბოლი ცივილიზებული სოფლიდან, როგორც ამბობენ.  ხვალ 5200 მეტრი სიმაღლის უღელტეხილზე გადავალთ. ბუნება, განსაკუთრებით მშვენიერია. მანასლუს ფედრობოც დავინახეთ. ეს არის, მეორე დღე სიარულის, საბაზოს ადგილამდე. კიდევ 2-3 დღე დაგვრჩა", - იწერებოდა საკუთარ სოციალურ გვერდზე არჩილ ბადრიაშვილი.

„ჯერ საბაზოშიც არ ავსულვართ. ბოლო სოფელია, სადაც, ინტერნეტთან წვდომა გვაქვს. ამ შანსს ვიყენებთ. რამოდენიმე დღეა, რაც ნეპალში ვართ და უკვე დიდია შთაბეჭდილებები. კარგად ვართ ყველანი, ამაღლებული განწყობით. ულამაზესი ბუნებაა და ეს, მხოლოდ დასაწყისია. მოკითხვა ყველას", - წერს გიორგი ტეფნაძე.

ბოლო ინფორმაციით, ქართული დელეგეცია, მშვიდობიანად დაბანაკდა საბაზო ბანაკში, რომელიც 4700 მეტრზე მდებარეობს. ქართველი ალპინისტების გეგმებში, უშუალოდ კედლამდე (მარშრუტის დასაწყისამდე), კიდევ ერთი ბანაკის გამართავა შედის, რის შემდეგაც ჯერ მარშრუტს დაზვერავენ, ხოლო მოგვიანებით, შტურმზე გავლენ.  

ქართველი მთამსვლელები კავშირზე იშვიათად გამოდიან. ექსპედიციის ბოლომდე სატელიტური ტელეფონით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაგვიკავშირდებიან. მწვერვალზე ახალგაზრდა მთამსვლელები დამოუკიდებლად ავლენ. გია თორთლაძე, კი გუნდს საბაზოში დაელოდება და ყოველდღიურ კავშირზე იქნება მათთან. ქართული ექსპედიცია ნეპალში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.

 

მასალა მოამზადა რუსკა ბადრიაშვილმა