
ტაილანდში, მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ და დღეს, სამმა სპორტსმენმა იასპარეზა.
19 სექტემბერს, 61 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძალოსანი, გოდერძი ბერდელიძე და შოთა მიშველიძე წარსდგნენ.
გოდერძი ბერდელიძემ ასპარეზობა „B" ჯგუფში დაიწყო, ძალოსანმა მწვრთნელის დავალებები შეასრულა და ატაცში ჯგუფის ლიდერი გახდა.
სულ მცირე დააკლდა მედლამდე შოთა მიშველიძეს, რომელმაც ტრავმის მიუხედავად შეძლო და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული რაოდენობის ქულები დააგროვა.
საერთო ჯამში ორივე ძალოსანმა, საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა.
20 სექტემბერს კი, ქართველმა სპორტსმენმა 23-წლამდელთა რეკორდი დაამყარა. გოგა ჩხეიძემ, აკვრაში ევროპის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 1 კილოგრამით გააუმჯობესა!
ტაილანდში მიმდინარე ჩემპიონატის, მესამე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან „B" ჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133 / 137 კგ. დაძლია და მე-6 ადგილი დაიკავა, აკვრაში კი ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა 162 / 166 / 170 და მესამე საფეხურზე გავიდა. 170 კილოგრამის დამორჩილებით ჩხეიძემ, როგორც აღვნიშნეთ, ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი, მეოთხე შედეგი აჩვენა.
ხვალ, 21 სექტემბერს, ფიცარნაგზე კიდევ ორი ქართველი ძალოსანი გავა.
73 კგ. წონით კატეგორიის „B" ჯგუფში არჩილ მალაყმაძე და კახი ასანიძე იასპარეზებენ.
შეჯიბრი საქართველოს დროით 11:25 საათზე დაიწყება.
აქვე გთავაზობთ იმ სპორტსმენთა გამოსვლის განრიგს, რომლებიც ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არ გამოსულან:
73 კგ. კახი ასანიძე - 21 სექტემბერი - 11:25 საათი
73 კგ. არჩილ მალაყმაძე - 21 სექტემბერი - 11:25 საათი
89 კგ. რევაზ დავითაძე - 23 სექტემბერი - 17:25 საათი
96 კგ. ანტონ პლესნოი - 24 სექტემბერი - 14:55 საათი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე - 25 სექტემბერი - 17:25 საათი
+109 კგ. გიორგი ჩხეიძე - 27 სექტემბერი - 08:00 საათი
+109 კგ. ლაშა ტალახაძე - 27 სექტემბერი - 12:55 საათი





ჩვენ








