
ნურსულთანში (ასტანაში) მიმდინარე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე, წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ფალავნებისთვის. გენო პეტრიაშვილმა ტიტულის დაცვა მოახერხა და ამის გარდა, მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
112 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა, დრამატულ ფინალში ტრადიციული მეტოქე, თურქი სპორტსმენის, ტაჰა აქგიული დაამარცხა. საჩემპიონო დუელში თავიდან ქულები თურქმა აკრიფა. თუმცა, გადამწყვეტი, ბრძოლის ბოლო 40 წამი გამოდგა, რომელიც უფრო ყურადღებით ჩაატარა გენო პეტრიაშვილმა და ზედიზედ მესამედ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
პირველი, მართალია ბრინჯაოს მედალი კი, საქართველოს ნაკრებს 92 კგ წონით კატეგორიაში, ირაკლი მწითურმა მოუტანა. მსოფლიოს ბრინჯაოსათვის, ის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, ყაზახ ფალავანს, ნურგალი ნურგაიპულის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო 70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობაშვილმა. ქართველი ფალავანი, პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ მურად გაჯიევს შეხვდა და 2-3 დამარცხდა.
დღეს დაიწყო ასპარეზობა და ხვალ, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე, რომელმაც ½ ფინალში, რაჰულ ბალასაჰებ ავარეს შეხვდა და დამღლელ ბრძოლაში, 10-6 გაიმარჯვა. ხვალ, ქართველი ფალავანი, ფინალში რუს მაგომედ რასულ იდრისოვს შეხვდება.

დღესვე, ½ ფინალამდე, ცოტა დააკლდა, 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძეს. ქართველი ფალავანი თავიდან ირანელ ალი ხალილი შაბანიბენგარს გაუმკლავდა 11-8, მაგრამ ¼ ფინალში, აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 0-6 წააგო. ამის შემდეგ, ოდიკაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა. ახლა, ოდიკაძე, სამხრეთ კორეელ მინვონ სეოსა და უკრაინელ ვალერი ანდრიცევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკელ ფრედერიკ სნაიდერს შეხვდება.





ჩვენ








