გუნდური ვერცხლი ეტლით მოფარიკავეებს
გუნდური ვერცხლი ეტლით მოფარიკავეებს
23.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი, ვერცხლის მედალოსნები არიან. ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც კორეაში, ქალაქ ჩონგჯუში გაიმართა საქართველოს მოფარიკავეებმა, მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა წააგეს ჩინეთის ნაკრებთან, 22-45. თუმცა, მანამდე, პატარა სენსაცია მოახდინეს, როცა მსოფლიო პირველობის ფინალში გავიდნენ.


2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში ვერცხლის მედლებამდე, საქართველოს ნაკრებმა ჯერ პოლონეთის გუნდი დაამარცხა ძალზედ დაძაბულ  ¼ ფინალში ანგარიშით 45-43, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. შემდეგ კი, ½ ფინალში იტალიის გუნდს დამაჯერებლად სძლია 45-36 და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


აღნიშნული შეჯიბრისთვის გუნდი მალხაზ მესხმა და მერაბ ბაზაძემ მოამზადეს. კორეის მსოფლიო ჩემპიონატი, იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ის, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინა-სალიცენზიო ტურნირი იყო.