ლიდერების გარეშე, ორი მედალი
ლიდერების გარეშე, ორი მედალი
24.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის, ტაშკენტის 2019 წლის გრან-პრი წარმატებული აღმოჩნდა. ლაშა ყიზილაშვილმა 90კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე ტურნირზე გიორგი ქალდანმა 66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.




აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ სრული შემადგენლობით არ იყო წარდგენილი. ტაშკენტის გრან-პრიზე, გუნდთან ერთად არ იყვნენ ტიტულოვანი პარაძიუდოისტები - ზვიად გოგოჭური, გიორგი გამჯაშვილი და რევაზ ჩიკოიძე. თუმცა, ამ დანაკლისის მიუხედავად, ჩვენმა სპორტსმენებმა კარგად იასპარეზეს. აღნიშვნის ღირსია ჩვენი ნაკრების დებიუტანტიც, ლაშა ყიზილაშვილი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

 

ქართველ პარაძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამირან მარკოიშვილია. მასთან ერთად გუნდი ბესკიკ რაჯებაშვილმა მოამზადა.