ორი სპარინგი მეინ-რაუნდამდე
ორი სპარინგი მეინ-რაუნდამდე
24.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებმა, უკრაინაში, ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა. ივანო-ფრანკოვსკში, ჩვენი გუნდი თავდაპირველად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 6-3 დამარცხდა. დღეს კი, მასპინძლებთან, უკრაინელებთან ითამაშა და  4-1 წააგო.


„ორივე თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს ტურნირი ავირჩიეთ სპეციალურად, რათა რაც შეიძლება ძლიერ ნაკრებებთან გვეთამაშა. იმიტომ, რომ ძალიან გვაინტერესებდა, სად გვჭირდება გამოსწორება. დავუშვათ, უკანა ფაზის შემოწმება. სავარაუდოდ, წინასწარ ვიცოდით რა პრობლემები შეგექმნებოდა უკანა ხაზში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ორი წაგებითაც ჩვენი გუნდი,  გაიზარდა. გაიზარდა,  იმ გაგებით, რომ ოქტომბრისთვის, კარგი ანალიზის შედეგად, ის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ და ეს იციან ბიჭებმაც.  




დღევანდელი მეტოქე, უკრაინის ნაკრები, ევროპის  ტოპ ნაკრებია შორისაა სადღეისოდ და ჩვენ თანაბრად ვითამაშეთ. უბრალოდ, ბოლო 6 წუთში წავაგეთ. რუმინეთთანაც, ფრე იყო 3-3 იქაც ბოლოში გავტყდით.  ახლა, რეზიუმე უდა გაკეთდეს. ახლა, არის სწორი სამუშაო გასაკეთებელი - უკანა ფაზაში სად გვჭირს. ამ წაგებებმაც, გაზარდა ბიჭები, თუნდაც ბრძოლისუნარიანობით, თანაც დაცვითი თამაშს ფაზაში. აღნიშულ ტურნირში წაგებული თამაშების გამო,  კატასტროფას ვერ ვხედავ. ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. პოლონეთში,  აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.GE-სთან საუბარში.


საქართველოს ნაკრები, უკრაინაში, 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოსამზადებელ ეტაპისთვის ემზადება. შესაბამისად, ქართველთა სამწვრთნელო შტაბი, იმედოვნებს, რომ სწორედ ასეთ მატჩებში არის შესაძლებელი იმ შეცდომების აღმოჩენა და გამოსწორება, რომელიც მთავარ ტურნირში წაადგებათ.


„რუმინეთთან და უკრაინასთან თამაშებს თუ გადავხედავთ, ასეთ გუნდებთან კლასი მაინც თავისას შვრება. ვფიქრობ, ასეთ ტოპ-გუნდებთან, მაინც უკვე გავათანაბრეთ დონე.  უკრაინა,  ჩემი აზრით, ევროპის ხუთეულში შედის. თანაბრად ვეთამაშეთ და კარგია. გამოვასწორებთ აუცილებლად შეცდომებს. მაგალითად, გუშინ რუმინეთთან 5 ჯარიმაზე „ვიჯექით" ბოლო 12 წუთი მეორე ტაიმში. პლიუს კაცი გაგვიგდეს, ასეთ მომენტებში კი, ქართული ემოცია გვჭარბობს და კლასი, რომ მოგვემატება, უფრო დაწყნარებულად ვითამაშებთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.  




ავთანდილ ასათიანის ნაკრები უკრაინაში 15 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. ესენი არიან მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი); წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანი, ტაჯიკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), კახაბერ მაისაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), სილვა სანტოსი (აპოელი, კვიპროსი), თალესი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი).


ჩვენი გუნდი 24-დან 27 ოქტომბერის ჩათვლით, პოლონეთში, მეინ-რაუნდში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.


უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები