ლიონელ მესი და მეგან რაპინო - 2019 წლის ფიფა-ს რჩეულები
ლიონელ მესი და მეგან რაპინო - 2019 წლის ფიფა-ს რჩეულები
24.09.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

მილანში, ლა სკალას თეატრში გამართულ  The Best FIFA Football Award-ის ცერემონიაზე 2019 წლის საუკეთესო ქალი და კაცი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, ქალთა და ვაჟთა „საოცნებო" გუნდები გამოვლინდნენ.

გამოკითხვაში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ვაჟთა შორის საუკეთესოები, ქალთა ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ და გუნდის კაპიტანმა ტატა მატვეევამ კი ქალთა შორის გამოარჩიეს საკუთარი რჩეულები.




ქართველთა ხმები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო მწვრთნელი:

  • ვლადიმირ ვაისი - პეპ გუარდიოლა, იურგენ კლოპი, დიდიე დეშამპი
  • ჯაბა კანკავა - იურგენ კლოპი, პეპ გუარდიოლა, მაურიციო პოჩეტინო
  • ლევან ბაჯელიძე - ჯილ ელისი, მილენა ბერტონინი, სარინა ვიგმანი
  • ტატა მატვეევა - ჯილ ელისი, პედროს რეინალდი, ფილ ნევილი

საუკეთესო ფეხბრთელი:

  • ვლადიმირ ვაისი - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდო, კილიან მბაპე
  • ჯაბა კანკავა - ვირჯილ ვან დეიკი , ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდო
  • ლევან ბაჯელიძე - მეგან რაპინო, ელენ ვაითი, როუზ ლაველი
  • ტატა მატვეევა - ადა ჰეგერბერგი, მეგან რაპინო, ალექ მორგანი




ნომინაციაში წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ტიტული ლიონელ მესის, ხოლო საუკეთესო ქალი ფეხბურთელის -  მეგან რაპინოს ერგოთ. საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელისა და ქალი მწვრთნელის ტიტულები კი - იურგენ კლოპმა (გერმანია) და ჯილ ელისმა  (აშშ) მიიღეს.


მოგეხსენებათ თუ რამდენად წარმატებული გამოდგა საფრანგეთში გამართული 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ წელს პირველად ქალთა საუკეთესო თერთმეტეული დასახელდა.




The best-ის ქალთა სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: სარი ვან ვეენენდაალი (ნიდერლანდები), ლუსი ბრონზი (ინგლისი), ნილა ფიშერი (შვედეთი), კელეი ო'ჰარა (აშშ), ვენდი რენარი (საფრანგეთი), ჟული ერტცი (აშშ), ამანდინ ჰენრი (საფრანგეთი), როუზ ლაველი (აშშ) ,მარტა (ბრაზილია), ალექს მორგანი (აშშ), მეგან რაპინო (აშშ).


The Best-ის ნომინაციები და გამარჯვებულთა სრული სია კი, ასე გამოიყურება:

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - ლიონელ მესი (არგენტინა)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - მეგან რაპინო (აშშ)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი - იურგენ კლოპი (გერმანია)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი - ჯილ ელისი (აშშ)

საუკეთესო მამაკაცი მეკარე - ალისონი (ბრაზილია)

საუკეთესო ქალი მეკარე - სარი ვან ვეენენდაალი (ჰოლანდია)

წლის საუკეთესო გოლი - დანიელ ჟორი (უნგრეთი)

ფანების პრიზი - სილვია გრეკო

ფეარ პლეის პრიზი - მარსელო ბიელსა




რაც შეეხება სიმბოლური ნაკრებს (მამაკაცები), გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ნაკრებში წელს 4 დებიუტანტი იყო - ალისონი, მატეის დე ლიგტი, ფრენკი დე იონგი და ვირჯილ ვან დეიკი, რომლებიც 2018 წლის სიმბოლური ნაკრების „გამოცდილ" წევრებს - მარსელოს, სერხიო რამოსს, ედენ აზარს, ლუკა მოდრიჩს, კრიშტიანუ რონალდუს, კილიან მბაპესა და  ლიონელ მესის შეუერთდნენ.


შეგახსენებთ,  რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ ფიფა-ს წევრი ქვეყნების ნაკრებთა კაპიტნები და მწვრთნელები, აგრეთვე ჟურნალისტები და გულშემატკივრები.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოდან გამოკითხული ჟურნალისტი, ვეტერანი სარბიელელი ზურაბ ფოცხვერია, ალბათ, იმ გამონაკლისთაგან იყო, რომლებმაც ლიონელ მესი, სამეულშიც კი არ დაასახელეს. ზურაბ ფოცხვერიას სამეულები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - ედენ აზარი, კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი კეინი
  • საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - მეგან რაპინო, ალექს მორგანი, ვივიან მიდემა
  • საუკეთესო მამაკაცთა გუნდის მწვრთნელი - იურგენ კლოპი, მაურიციო პოჩეტინო, პეპ გუარდიოლა
  • საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელი - ჯილ ელისი, სარინა ვიგმანი, პიტერ გერჰარდსონი



FIFA.COM-ის ფოტოები