
ლუბლიანაში უეფას მორიგი კონგრესი გაიმართა, რომელზე განხილულ საკითხთა შორის, ერთი ყველაზე მეტად საქართველოს აინტერესებდა. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით ინტერესის მიზეზი სამომავლოდ გადაიდო, უეფა-ს ევროპ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქი კი გადაწყდა, რომ სევილია იქნება.
მოგეხსენებათ, რომ თბილისი, კერძოდ კი, „დინამო არენა" აღნიშნული გათამაშების ფინალის ჩატარებაზე აცხადებდა პრეტენზიას. მას კი, კონკურენციას სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანი" უწევდა.
„სანჩეს პისხუანის" სახელობის სტადიონი, რომელზეც "სევილია" თამაშობს და 43 883 მაყურებელს იტევს, ბევრად პატარაა „დინამო არენაზე", რომელმაც 2015 წელს უფეა-ს სუპერ თასს უმასპინძლა. თუმცა, დიდი ალბათობით, უეფამ, ბოლო 5 წელში, საფეხბურთო მოვლენებით დატვირთული გეოგრაფიული ზონა (2015 წელი თბილისი, სუპერ-თასი, 2019 წელი, ბაქო - ევროპა ლიგის ფინალი, სტამბოლი - სუპერ თასი, 2020 წელი სტამბოლი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი და აზერბაიჯანი - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი) დროებით ჩაანაცვლა. ევროტურნირების დასკვნითი თამაშებიც გადაიტანა რეგიონში, რომელიც აღნიშნული რანგის მატჩებს წლების მანძილზე მასპინძლობდა. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, საქართველო 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატსაც მასპინძლობს.
2023 წლის ჩათვლით, უეფა-ს მთელი რიგი ტურნირების დამაგვირგვინებელი თამაშები შემდეგ ქალაქებში გაიმართება:
- 2021 წლის ევროპის სუპერთასი - ბელფასტი (ჩრდ. ირლანდია)
- 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი - სევილია (ესპანეთი)
- 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი)
- 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - მიუნხენი (გერმანია)
- 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში - ამსტერდამი და გრონინგენი (ჰოლანდია)
- 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ლონდონი (ინგლისი)
2020 წელს, კი უეფა-ს 2019-2020 წლების ევროტურნირების ფინალებს სტამბოლო (ჩემპიონთა ლიგის ფინალს) და გდანსკი (ევროპა ლიგის ფინალს) უმასპინძლებს.





ჩვენ








