
სამ შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა და აქედან ერთში 11-მეტრიანების სერია გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად. გუშინ და დღეს, 24 და 25 სექტემბერს, საქათველოს 4 სტადიონზე დავით ყიფიანის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების ¼ ფინალები გაიმართა.
„მერანი" თბილისი - „საბურთალო" 0-1 (0-0)
თბილისის „მერანმა", რომელმაც საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალიდან „დინამო თბილისი" გამოთიშა, ამჯერადაც ახლოს იყო სენსაციასთან. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „საბურთალოსთან" შეხვედრა „სპაერის" სტადიონზე, რომლის მინდვრის საფარიც, ელიგის გუნდებისთვის მიუჩვეველი და უხეშია, დაძაბულად წარიმართა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა, ისევე, როგორც ზემოთხსენებულ შეხვედრაში დინამოელებთან. თუმცა, წინა თამაშისგან განსხვავებით, „მერანის" „საბურთალოსთან" მატჩი, უხეშობით გამოირჩეოდა და საერთო ჯამში, გოგა კიკაჩეიშვილს 9 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. მეორე დამატებითი დროის ბოლო წუთებზე კი, ჯერ გიორგი დათუნაიშვილი „მერანიდან", შემდეგ კი, ლევან კაკუბავა გააძევა. შესაბამისად, კაკუბავას, მომდევნო მატჩის (ეროვნული ლიგის) გამოტოვება მოუწევს. „საბურთალომ" კი, გუნდის არსებობის ისტორიაში, პირველად მოახერხა ½ გასვლა.

„მერანი" - „ლოკომოტივი" 1-2 (1-1)
კიდევ ერთი „მერანი" ამჯერად მარტვილის, თბილისის „ლოკომოტივს" ბოლომდე ეჭიდავა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა, 24-ე წუთზე ბექა დარცმელიას მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, გოლი გაიტანეს და მომენტებში, სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, „მერანთან" თამაში, საერთო ჯამში გაუჭირდათ. პირველ ტაიმში, ინჯგიას ეფექტური გოლის გარდა, „ლოკომოტივს" მეტი ხეირიანი არც არაფერი გაუკეთებია. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ლოკომოტივი" ქვედა ლიგის წარმომადგენლის დამარცხებას ახერხებდა, რომ არა მეორე ტაიმის მიწურულ, თბილისელთა მეკარის მიერ „დაყენებული კედელი" და დარტყმის მომენტში უმოქმედობა. მარტვილელებმა, ანგარიში მე-7 დამატებულ წუთზე გაათანაბრეს. 1-1, ასე დამთავრდა ძირითადი დრო. გადამწყვეტი გილი კი, „ლოკომოტივმა" 110-ე წუთზე გაიტანა. ½ ფინალში „ლოკო" ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიყვანა. საერთო ჯამში, თამაში არ იყო უხეში, თუმცა წინა წყვილის მსგავად, ირაკლი კვირიკაშვილს, ამ შეხვედრაშიც ბევრჯერ მოუხდა ყვითელი ბარათების (6) გამოყენება.

„გარეჯი" - „თბილისი სითი" 2-1
6 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა პაპუნა მაჭარაძესაც, საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში, რომელშიც ერთმანეთ ლიგა 4-ის ორი გუნდი „გარეჯი" და „თბილისი სითი" შეხვდნენ. საგარეჯოელებმა, ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს. გოლი ვახტანგ კაპანაძემ გაიტანა და „გარეჯი" 1-0 დააწინაურა. მეორე გოლი, მასპინძლებმა უკვე მე-60 წუთზე გაიტანეს. ბესიკ ჩიმაკაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 2-0. 89-ე წუთზე კი, თბილისელებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხე და შეხვედრა 2-1 დასრულდა. თასის გათამაშების ½ ფინალშიც „გარეჯი" გავიდა და ახლა, კვლავ საკუთარ მოედანზე, ელიგის მონაწილე სამიდან ერთ გუნდთან შესახვედრად ემზადება.

„რუსთავი" - „ტორპედო" 2-4 (0-0)
ყველაზე ხანგრძლივი, დაძაბული, ფრთხილი და ნაკლებად სანახაობრივი კი, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ¼ ფინალებიდან, ელიგის გუნდების დუელი გამოდგა „რუსთავსა" და „ტორპედოს" შორის. საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის „ტორპედო", მთელი არსებული პრობლემების მიუხედავად, როგორც ჩანს ტიტულის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს. მნიშვნელოვან სათასო შეხვედრაში, კახა ჩხეტიანის გუნდის კარში, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე ვიხილეთ. თამაშს მანძილზე, კვასხვაძემ რამდენიმე მომენტში, საკუთარი კარი გოლისგან იხსნა. პენალტების სერიაში კი, ერთი 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა, მომდევნო კი თავად გაიტანა და ამ შეხვედრის გმირადაც იქცა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, რომელის სხვა ¼ ფინალებისგან განსხვავებით კორექტულად მიმდინარეობდა და ჯენერი ხორავასაც მხოლოდ 2 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა 120 წუთის მანძილზე, ძირითად დროც და შემდეგ 2 დამატებული ტაიმით მშრალად, 0-0 დასრულდა. პენალტების სერია, თავიდანვე ცუდად დაიწყო „რუსთავმა". რუსთაველთა პირველი დარტყმა კარს ასცდა, მესამე კი კვასხვაძემ მოიგერია. ეს კი, ქუთაისელთა 4 ზუსტად შესრულებული დარტყმის ფონზე, რის გამოც, ბოლო მცდელობა გუნდებს აღარ დასჭირვებიათ და „ტორპედო" ½ ფინალშია.
***
საქართველოს დავით ყიფიანის თასის ½ ფინალური წყვილების წილისყრა სფფ-ს ოფისში, უახლოეს ხანში გაიმართება.
მასალაში გამოყენებულია „საბურთალოს", „ლოკომოტივისა" და "გარეჯის" ფოტოები





ჩვენ








