ერთად ნინისთვის
ერთად ნინისთვის
25.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გოგონა, საქართველოს ჩემპიონი ნინი გურგენიძე, რომელიც რამოდენიმე თვეა ებრძვის მძიმე დაავადებას, კიდევ ერთხელ საჭიროებს ჩვენი მხრიდან დახმარებას


საბედნიეროდ ხანგძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და დაავადება უკვე საბოლოოდ განკურნებადია, საჭიროა ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც 25 000 დოლარამდე ჯდება

 


გთხოვთ ყველას, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ ნინის დასახმარებლად, ოპერაციის თანხის შესაგროვებლად 1 კვირა გვაქვს!..

 


➡ საქართველოს ბანკი

 

➡ GE95BG0000000284257600

 

➡ მიმღები: გურგენიძე რამაზი (ნინის მამა)


ამ თვეების მანძილზე ნინის არაერთი ადამიანი და მათ შორის, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი დაეხმარა. TSFF.GE-ს სახელით მადლობას ვუხდით ყოველ მათგანს და ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ფეხბურთელ გოგონას, არც ამჯერად დავტოვებთ უყურადღებოდ.