
გიორგი ტეფნაძემ, ბაქარ გელაშვილმა და არჩილ ბადრიაშვილმა ჰიმალაებში კიდევ ერთი გაუვლელი მწვერვალი დალაშქრეს.
„პირველ ასვლა 6,504 მ. სიმაღლის მწვერვალ პანგპოჩე II-ზე, ჰიმალაებში, ჩვენი სამეულის მიერ. დღეს კი სამშვიდობოს დაბრუნება! მეტი დეტალი მალე..." - ასეთი შინაარსის შეტყობინება დატოვა არჩილ ბადრიაშვილმა გუშინ, სოციალურ ქსელში.
ქართულმა ექსპედიციამ ნეპალში ჩასვლიდან ორი კვირის თავზე, არასტაბილურ ამინდების პირობებში, აქამდე გაუვლელი მწვერვალის დალაშქვრა მოახერხა. ქართველთა ჩაბმა, მწვერვალ პანგპოჩე II-ზე, რომლის სიმაღლეც 6,504 მ არის ზღვის დონიდან, 22 სექტემბერს ავიდა. ქართული სამეულის ეს მწვერვალი, მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნულ მწვერვალზე სწორედ, არჩილმა, გიორგიმ და ბაქარმა ისტორიაში პირველებმა მოახერხეს აქ ასვლა. ბიჭებს, რთულ და სახიფათო მთაზე ასასვლელად სამი დღე დასჭირდათ
გუშინვე, გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი და არჩილ ბადრიაშვილი ნეპალურ სოფელში დაბრუნდა და ჩვენი ინფორმაციით, გუნდში, ყველაფერი რიგზეა.
#არჩილბადრიაშვილი #გიორგიტეფნაძე #ბაქარგელაშვილი





ჩვენ








