22-24 სექტემბერს, მესამე წრის ბოლო ტურის შეხვედრები იმართება
22-24 სექტემბერს, მესამე წრის ბოლო ტურის შეხვედრები იმართება
22.09.2017
ავტორი:

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა დღეს, სამტრედიასა და თბილისში. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ამ ტურის პირველ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი 1913",  ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდა.

„კოლხეთი 1913" - „დინამო" ბათუმი 0-2

მიმდინარე სეზონში 27- ე ტურამდე, ამ გუნდებს შორის გამართული ორი შეხვედრიდან, ერთი ფრედ დასრულდა, მეორე კი, „დინამომ" მოიგო 0-1. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი გადათამაშების ზონაშია და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამ ტურამდე, ბათუმელები 26 ქულით მერვე ადგილზე იყვნენ,  ფოთელები კი, 19 ქულით მეცხერეზე.

„მთავარია, რომ ძალიან ცუდი სერიის შემდეგ, როგორც იქნა გავიმარჯვეთ.  შეგვეძლო, მეტიც გაგვეტანა. დღევანდელ თამაშში, ცოტა განლაგება  და შემადგენლობა შევცვალეთ, ორი ფორვარდი დავაყენეთ და გაამართლა, ორივემ გაიტანა. იყო დავალება, ფლანგებიდან ეაქტიურათ და ესეც შეასრულეს. ჯერ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ორი, ძალიან მწარე მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია რთულია, მითუმეტეს ჯერ, მხოლოდ ერთი თამაში მოვიგეთ, მაგრამ მთავარია, მშრალზე ვითამაშეთ და მომენტებიც, ჩვენს კართან ფაქტიურად არ ყოფილა", - ამბობს ოთო ფედეჩკინი, ბათუმის დინამოს პრეზიდენტი.  

მართლაც, ზედიზედ 3, აქდან 2 დიდი ანგარიშით წაგებული თამაშის შემდეგ, ბათუმელები სატურნირო ცხრილში მათთვის უჩვეული ადგილას აღმოჩნდნენ. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში რეაბილიტაციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. „კოლხეთი 1913"-ის საჯარიმოში არეულობით კარგად ისარგებლა ომარ მარცვალაძემ და 28-ე წუთზე, შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ბათმუმელებმა კიდევ 4 წუთში, კვლავ მოახერხეს ფოთელთა კარის აღება. მეორე გოლი იაროსლავ კვასოვის ანგარიშზეა, რომელმაც ტვილდიანის ჩაწოდების შემდეგ, ზუსტად მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა. თუმცა ამის შემდეგ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა. „დინამომ", 2-0 გაიმარჯვა და 29 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილს იკავებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტური ხვალაც გრძელდება, გუნდი ჯერ ისევ გადათამაშების ზონაში მოიაზრება.  არაა გამორიცხული, ბათუმელთა სატურნირო მდგომარეობა მომდევნო ტურამდეც შეიცვალოს. ეს კი მთლიანად, გორის „დილაზეა" დამოკიდებული, რომელიც 27-ე ტურამდე  28 ქულით მერვე ადგილზე, დღეს დაქვეითდა. ხვალ, 23 სექტემბერს, კი „სამტრედიასთან" მატჩში, რომელსაც საკუთარ კედლებში გამართავს, შანსი აქვს სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწოროს.

მომავალ 28-ე ტურში, „დინამო", თბილისში, „ლოკომოტივს" ეთამაშება. „კოლხეთი 1913" კი ეროსი მანჯგალაძეზე „დინამო თბილისს" შეხვდება.

 

„საბურთალო" - „შუქურა" 3-2

26- ე ტურში, „დინამო თბილისის" განადგურების შემდეგ, „საბურთალოსგან", ბევრი გათამაშების აუტსაიდერთან „შუქურასთან" მატჩში, თბილისელების იოლ გამარჯვებას ელოდა.  მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „საბურთალომდე", „დინამო თბილისმა", ქობულეთელებს, მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოგლიჯა ქულა. ალბათ, აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ ტურს, თბილისური გუნდი, 7 წაუგებელი თამაშით შევხდა.

ამ გათვლებში, პირველი ტაიმიდან გამომდინარე ბევრს „გაუმართლა". „საბურთალომ" სამი უპასუხო გოლი გაიტანა „შუქურას" კარში.  მატჩის დებიუტშივე, მე-2 წუთზე, გიორგი ხარაიშვილის გადაცემით, ლაშა შინდაგორიძემ გახნსა ანგარიში. კიდევ 6 წუთის შემდეგ, უკვე, თავად ხარაიშვილმა ზუსტად შესარულა სტანდარტული. გადის კიდევ 7 წუთი და კვლავ კარგად გათამაშებული სტანდარტი. ამჯერად, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, მაკრატელათი გააქვს გაგი მარგველაშვილს.  3-0 „საბურთალოს" სასარგებლოდ, პეტრიაშვილის ტაბლოზე, უკვე შეხვედრის მე-14 წუთზე დაიწერა. ამის შემდეგ, ქობულეთელება ის მოახერხეს, რომ 3 ყვითელი მიიღეს ზედიზედ. გოგა კიკაჩეიშვილმა, 23, 31 და 34 წუთებზე, ალექსანდრე გურული, ჰან ტიანლინი და გია ჩადუნელი გააფრთხილა.

სხვათა შორის, ალექსანდრე გურულის გვარი, ამ თამაშის ოქმში კიდევ ერთხელ ჩაიწერება, მხოლოდ მეორე ტაიმში. „საბურთალოსა" და  „შუქურას" დაპირისპირების ეს მონაკვეთი, პირველის საწინააღდეგო გამოდგა. მეორე ტაიმის დებიუტშივე გურული ანგარიშის შემცირებას ახერხებს. ქობულეთელებმა, აშკარად მოუმატეს სისწრაფეს და ამის პირდაპირპროპორციულად გაიზარდა „საბურთალოს" კარის მიმართულებით სახიფათო მომენტებიც. მატჩის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე, რომან ჩაჩაუამ ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა. შეხვედრის 81-ე წუთზე, საბურთალოელები ავტოგოლს გაადაურჩნენ. ნოდარ იაშვილის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი, მცირე მანძილით აცდა კარს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი, უკვე, „შუქურა" გადაურჩა გოლს. ხარაიშვილის შორი მანძილიდან დარტყმული ძელს მოხვდა. საბოლოოდ მატჩი 3-2, „საბურთალოს" გამარჯვებით დასრულდა და გუნდიც, ტურის დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში, მე-4 პოზიციაზე გადავიდა.

ბუნებრივია, „საბურთალოს" მხრიდან, ჯერ ევროთასებზე ფიქრი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი, ნაბიჯ-ნაბიჯ, დასახული მიზნისკენ მიიწევს. მომდევნო 28-ე  ტურში, თბილისელები გასვლაზე, „ტორპედოს" დაუპირისპირდებიან. გიორგო შაშიაშვილის გუნდს კი „სამტრედიასთან", ბათუმის რაგბი არენაზე მოუწევს თამაში.

23 სექტემბერს 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება: თბილისში, მიხეილ მესხზე „ლოკომოტივი"- „ჩიხურას" უმასპინძლებს და თამაში, 16:30 დაიწყება, ხოლო, გორში, „დილა" „სამტრედიას" მიიღებს. თენგიზ ბურჯანაძეზე მატჩი, 20:00 არის დაგეგმილი. 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა კი კვირას ქუთაისში გაიმართება. ქართული დერბი, „ტორპედოსა" და „დინამო თბილისს" შორის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:30 დაიწყება.