საკალათბურთო ლეგიონი
საკალათბურთო ლეგიონი
27.09.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

ეპანეთში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა ჩემპიონატი დაიწყეს. ჩვენი გვერდი, კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის დახმარებით, შევეცდებით სისტემატურად მოგაწოდოთ ქართული ლეგიონის შესახებ ინფორმაციები.


თორნიკე შენგელია


თორნიკე შენგელიამ სეზონი MVP-ის ტიტულით და გამარჯვებით გახსნა. მისმა ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) პირველ ტურში ესტუდიანტესს უმასპინძლა და მეტოქეს 23 ქულის სხვაობით, 105-82 მოუგო. ბასკონია უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. ვიტორიელებმა 4-დან 3 მეოთხედი მოიგეს.


მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. მან 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ 5-დან 4-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა.


ბასკონია ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზეა და მეორე ტურში, 29 სექტემბერს, სტუმრად ბარსელონას შეხვდება.




ბექა ბურჯანაძე


ესპანეთის ჩემპიონატი საშინაო წაგებით გახსნა ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ". კუნძულელებმა პირველ ტურში "სარაგოსას" იმასპინძლეს და ბრძოლაში - 73-79 დამარცხდნენ. ეს გახლდათ ბურჯანაძის ოფიციალური დებიუტი ახალ კლუბში.


ბურჯანაძემ 18-10 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართვემა ფორვარდმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი კი ააცილა. კანარელთაგან 30 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ჰარპერი.



 

გოირგი შერმადინი

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი დიდებულად გახსნა. სამწუხაროდ, ქართველი ცენტრი იყო "იბეროსტარ ტენერიფეს" ერთადერთი ნათელი წერტილი "ბილბაოსთან" საშინაო მატჩში, რომელიც კუნძულელებმა 67-81 დათმეს.


შერმადინი ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24-50 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ყველა სროლა ჩააგდო 10-დან 10 ორქულიანი და 3 საჯარიმო მიითვალა, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი უნიკალური შედეგია. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა საბოლოოდ 29 შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სამწუხაროდ, გიორგის გარჯა მოგებით არ დაფასდა და ტენერიფელებმა უხეიროდ ჩატარებული მეორე ნახევრის შემდეგ მატჩი უიმედოდ - 14 ქულით დათმეს.


ერთადერთი ტენერიფელი, რომელმაც შერმადინს ფეხი აუწყო, ბრაზილიელი მარსელინიო ჰუერტასი გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მითვალა. გამარჯვებულ ბილბაოელებს კი ფრანგმა ალექს ბუტილმა ულიდერა 27 ქულით. შემდეგ მატჩს ტენერიფელები 28 სექტემბერს, სტუმრად, შერმადინის წინა გუნდ "უნიკახასთან" გამართავენ.