
ქართველი კალათბურთელისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, სამსახურის დერეფანში მოკლული დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი, 2019 წლის 5 ოქტომბერს აიღებს სტარტს. დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის, 2019-2020 წლების გათამაშებაში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული მემორიალის ტრადიციული მონაწილეები „ქუთაისი", „ბათუმი", „რუსთავი", „ტიტები", „ოლიმპი", თსუ, „დინამო", „კაკტუსი" და" ვერა" სამ 3-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ. ½ ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი გავა.
A ჯგუფი: „ქუთაისი", „ოლიმპი", თსუ
B ჯგუფი: „დინამო", „კაკტუსი", „რუსთავი"
C ჯგუფი: „ბათუმი", „ტიტები", „ვერა".
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალი საკალათბურთო სეზონის პირველი ტურნირი თბილისში, 5 ოქტომბრიდან გაიმართება. თუმცა, კალენდარი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.





ჩვენ








