საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული სანკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული სანკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება
28.09.2019
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩის, საქართველო - ირლანდიის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 28 სექტემბერს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 51015 და 25 ლარია. საქართველო - ირალნდიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას" სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება და კონკრეტულ თარიღს გულშემატკივარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის საშუალებით შეიტყობს.

ბილეთის შესაძენად გადადით - ბმულზე

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „დინამო არენაზე" შედგება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.