მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ზაგრების ტურნირის გამარჯვებულები არიან

29.09.2019
ავტორი: თ.ჯ.
ქართველმა მოციგურავეებმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, ზაგრებში, იუნიორთა შორის ISU გარნ-პრის მეექვსე ეტაზე, სპორტულ ცეკვებში, პირველი ადგილი დაიკავეს და ამით, გრან-პრის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ფინალური ეტაპი 5-9 დეკემბერს, ტურინში გაიმართება.
ზაგრებში გამართულ ტურნირში კი, 14 ქვეყნის 17 წყვილი მონაწილეობდა. მოკლე და თავისუფალი პროგრამის შემდეგ, ქართველებმა საერთო ჯამში 169.22 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილი რუსეთის, ხოლო მესამე კანადის წარმომადგენლებს ხვდათ წილად.
20 წლის გიორგი რევია და 18 წლის მარია კაზაკოვა, საქართველოს სახელით 2016 წლიდან ასპარეზობენ. რაც შეეხება ტურნირს, რომლის ეტაპის გამარჯვებულებიც ქართველი მოციგურავეები გახდნენ 1996 წლიდან ტარდება.
ქართველო მოციგურავეების გამოსვლა





ჩვენ








