
ირანის თასის 1/8 ფინალში მაქსიმე ქვილითაიასა და ლუკა გადრანის „შაჰინ ბუშირი", გიორგი გველესიანის „სეფაჰანს" დაუპირისპირდება. ქართველების გუნდებმა თასის გათამაშების 1/16 ფინალური შეხვედრები მოიგეს. გველესიანის გუნდმა მარტივად, 0-3 „ხეიბარ ხორამაბადი" დაამარცხა. ქვილითაიასა და გადრანის „შაჰინს" კი, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 11-მეტრიანები დასჭირდა.
„სასწაული თამაში იყო. ფაქტიურად, მე და ლუკამ ამ გამარჯვებაში ჩვენი დიდი წვლილი შევიტანეთ. ეს ძალიან გაგვიხარდა. პირველი ტაიმის შემდეგ 0-2 ვაგებდით. შესვენებაზე, ჩვენ, რომ გვჩვევია ქართველებს, ქართული სულით, ისე მოვმართეთ ბიჭები და მართლაც, გავიტანეთ გოლი. ამის შემდეგ ორჯერ მე მომიწია მე პირისპირ გამოსულთან გამკლავება. შემდეგ მეორე გოლი უკვე, ლუკას „ასისტით" გავიდა და ანგარიში გავათანაბრეთ", - ამბობს მაქსიმე ქვილითაია.
ქვედა ლიგის გუნდთან „ხუშე თალაი სადე"-სთან დაპირისპირება, რომელიც სუპერლიგაში გადმოსვლაზე აცხადებს პრეტენზიას, ქართველების ირანული გუნდისთვის 120 წუთზე დიდხანს გაიწელა. პირველად დამატებულ ტაიმებში შაჰინელები დაწინაურდნენ 2-3, თუმცა, მეორე დამატებული ტაიმის მიწურულს, ანგარიში კვლავ გათანაბრდა. პენალტების სერიაში კი, მაქსიმე ქვილითაიამ სამი 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა და გუნდი, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.





ჩვენ








