დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალისტები დაწყვილდნენ

02.10.2019
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის სამი გუნდი იღებდა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
საბურთალო - ტორპედო
გარეჯი - ლოკომოტივი
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 23 ოქტომბერს გაიმართება. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.





ჩვენ








