ლევან ბაჯელიძის გუნდი დანიასთან მატჩისთვის შეიკრიბა
ლევან ბაჯელიძის გუნდი დანიასთან მატჩისთვის შეიკრიბა
03.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გულნარა გაბელიას გარდა, რომელიც უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ბაიერნთან" სათამაშოდ ემზადება, ყველა ლეგიონერთან ერთად, ლევან ბაჯელიძის გუნდი 2 ოქტომბრიდან შეკრებაზე იმყოფება. ევრო 2021-ის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩისთვის დანიის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. სექტემბრის მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრებთან ერთად არიან ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი. გასული შეკრებისგან განსხვავებით, გუნდთან შემოერთება ვერ მოახერხა თამარ ქველიძემ, რომელსაც კონკრეტულ მომენტში მიკრო-ტრავმა აწუხებს, თუმცა, ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ უკვე მომდევნო შეკრებისთვის და თამაშებისთვის, რომელიც ნოემბრის თვეში იგეგმება, ფეხბურთელი სრულ მზად ყოფნაში არიან.


დანიის ნაკრებთან სათამაშოდ კი, ლევან ბაჯელიძის განკარგულებაში, შემდეგი ფეხბურთელები არიან:

 

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესფორი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი


მცველები: ნინო სუთიძე, ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაქარი გიუჯუ, თურქეთი), ნათია სხირტლაძე (გორია იუნაიტედი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)


ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაქარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)


თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირის, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)


დანიის ნაკრებთან მატჩამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის ორი შეხვედრა ჩაატარა. აქედან, ჩვენმა ფეხბურთელებმა, სასტარტო შეხვედრა ჩაატარა. აქედან ერთი ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გასვლაზე 4-1 წააგო, ხოლო მომდევნი თბილისში, იტალიის უძლიერეს ნაკრებთან, 0-1 წააგო.


ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას ლევან ბაჯელიძის გუნდი 8 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართავს. შეხვედრა 20:00 დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.