
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირიში მონაწილეობას განაგრძობს. ქართველი ჩოგბურთელი 23 სექტემბერს ნახევარფინალში ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 დაიწყება და ბასილაშვილის მეტოქე 28 წლის ფრანგი, ბენუა პერი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს. ფრანგს, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მე-18 პოზიციაა და ATP-ის რანგის 1 ტიტული აქვს მოგებული.
მეცის ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 534000 ევროს შეადგენს ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 31 წლის ფრანგი ვინსენტ მილოტი იყო, რომელიც ATP-ის რეიტინგში 148-ე ადგილს იკავებდა. ბასილაშვილმა ვინსენტ მილოტი 3 სეტში 2:6, 7:6(5), 6:4 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე, 1/8-ფინალში ნიკას მეტოქე, მსოფლიო რეიტინგში 23-ე პოზიციაზე მყოფი, ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იყო. მიმდინარე ტურნირზე, ლუქსემგურგელი მეოთხე ნომრად იყო განთესილი. ბასილაშვილმა ჟილ მიულერი, 2 სეტში - 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 13 წუთი გაგრძელდა.
ფრანგული ტურნირის ბოლო, შეხვდრა ნიკამ გუშინ, 22 სექტემბერს ჩაატარა. მეოთხედფინალში მისი ნიკას მეტოქე 31 წლის უზბეკეთის წარმომადგენელი, დენის ისტომინი იყო. უზბეკი, რეიტინგში 82-ე პოზიციაზე იმყოფება. კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი 33-ე ადგილია და ATP-რანგის 1 ტიტული აქვს მოგებული. ქართველმა, მეტოქის 2 სეტში დამარცხება შეძლო - 7:5, 6:3 და ახლა ½ ფინალში.





ჩვენ








