
ხვალ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვეიცარიაში, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ. გია ცეცაძის ნაკრები შვეიცარიაში უკვე ჩავიდა და ვინტერთურის სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშიც ჩაატარა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში შვეიცარიელებთან 11 ოქტომბრის მატჩის წინ დანაკლისია - გუნდს ტრავმების გამო ლევან ხარაბაძე (რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა, ასაკობრივის მნიშვნელოვანი თამაშისთვის დათმო) და ლუკა ლაკვეხელიანი გამოაკლდნენ. გია ცეცაძემ, ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად საბურთალოელი იური ტაბატაძე და ტორპედოელი ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახა.
საერთო ჯამში, აღნიშნული თამაშისთვის გია ცეცაძეს ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი); მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო, ქუთაისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი); ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი); თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, შვეიცარიის ნაკრები კი, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 3 ქულით მეორე ადგილზეა.





ჩვენ








