
„დინამოს", რომ მოეგო, ჩემპიონატი ინტრიგას დაკარგავდა - ასე მიაჩნია ბევრს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სანაკრებო პაუზის შემდეგ თბილისურ კლუბს წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ, „დინამოსთვის" ყოველი ქულაც კი მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თბილისური კლუბი, რაც მეტად გაზრდის ქულათა ბალანსს, მათთვის უკეთესი იქნება. რაც შეეხება ინტრიგას, ეს, მხოლოდ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის იქნებოდა მისაღები, რომელიც თუნდაც, იმის გათვალისწინებით თუ როგორი მონდომებით მოუწოდებენ ელიგის კომენტატორები (არა საზოგადოებრივი მაუწყებლის), გულშემატკივარს (შესაძლოა გაუთვითცნობიერებლადაც კი) დაირაზმონ თბილისური კლუბების და განსაკუთრებით „დინამოს" წინააღმდე (თუმცა, 27-ე ტურის ერთ-ერთ შეხვედრაში, კომენტატორმა არც გორელები დაინდო), რთული მისახვედრი არ არის, „ინტრიგა" ვისთვის იკარგება.
ბუნებრივია, 27-ე ტურის ბოლო მატჩში „დინამო" მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების ლიდერია, ქუთაისში სათამაშოდ, მაინც მეორე ნომრად ჩავიდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა თბილისელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე გიორგი კუციას მარცხენა ფლანგიდან გაკეთებეული ჩაწოდების შემდეგ, ბექა მიქელთაძეს ჰქონდა კარგი დასარტყამი პოზიცია, თუმცა „სამიზნეს გასწორება", როგორც ჩანს, ახალგაზრდა კუციამ თავად სცადა და ბურთი კვასხვაძის კარს აცდა.
დინამოელთა კართან პირველი სახიფათო მომენტი ლაშა კუხიანიძემ შექმნა. მომდევნო მომენტში უკვე გიორგი გურულს ჰქონდა თავის გამოჩენის საშულება, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის კარში გადაგზავნას თავით შეეცადა. კიდევ, რამდენიმე წამში, გამოსვლაზე ცდება დინამოელთა მეკარე ნუკრი რევიშვილი, თუმცა თბილისელთა მცველი, ლაშა თოთაძე თავის სიმაღლეზეა. სხვათა შორის თოთაძე ამ მატჩში დინამოელთა შორის ისეთივე გამორჩეული იყო, როგორც ქუთაისელთა შორის ლაშა კუხიანიძე.

„მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, ბურთის ფლობითაც ალბათ, უკეთესები ვიყავით. შევქმენით მომენტებიც, მაგრამ ვერ გავიტანეთ. შემდეგ, „დინამომ" ისეთი ჯარიმა გაიტანა, ყველა ქვეყნის ჩემპიონატს დაამშვენებდა. ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო, რათა ბოლომდე არ დაკარგეს იმედი. შეიძლება, ცოტა ადრე, რომ გაგვეტანა გოლი, თამაში, სხვანაირად დამთავრებულიყო, მაგრამ მაინც კარგია, რომ არ დავმარცხდით. „დინამოსთან" 9 ქულიანი სხვაობა, უკვე ძალიან ბევრი იქნებოდა. ბოლო წუთზე რომ გავიტანეთ, ესეც გამართლებაა. თუმცა, რომ იშრომებ და ყველაფერს დადებ, უფალმაც დაგვიფასა და გოლი გავიტანეთ. „დინამოსთან" სათასო დაპირისპირებაში შანსები 50/50-ზეა. დინამო ძალიან კარგი გუნდია. კარგი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. წინ, ბრძოლა გველოდება", - ამბობს კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, თამაშის დასრულების შემდეგ.
მართლაც, მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობა, კარის მიმართულებით დარტყმები, ქუთაისელები ფლობდნენ. თუმცა, რეალური საგოლე მომენტი „ტორპედოს" არ შეუქმმნია. დინამოელები კი, პირიქით, კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის გამწვავებას. ამ კუთხით, აღსანიშნავია ოთო კიტეიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო, საკმაოდ დიდი დროის გაცდენა მოუხდა და დინამოელები, მის დატვირთვას სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარაუდობდნენ. თუმცა, ბოლი 2 ტურში და სათასო შეხვედრაში, თბილისელთა რიგებში „დაულაგებლობამ" კახა კაჭარავას კიტეიშვილის მოედანზე გამოშვება, ნაადრევად მოუწია და ამან გაამართლა კიდეც.
„ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, ისეთ ფორმაში ვერ ვარ, როგორც ვიყავი. ბოლო წუთებში თუ რამე არ გამომივიდა, მხოლოდ დაღლილობას დავაბრალებდი. კარგი იქნებოდა, რომ გაგვემარჯვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. თუმცა, კვლავ პირველ ადგილზე ვართ და 6-ქულიანი ბალანსი შენარჩუნებულია. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავხდებით ჩემპიონები. ჩემს თამაშს, რაც შეეხება, ბოლო ნახევარი საათი გამიჭირდა, მაგრამ იმედი მაქვს, მალე შევალ ფორმაში და აღვიდგენ ძველ კონდიციას", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
აქტიურობდა ოთარ კიტეიშვილი შეხვედრის მეორე ტაიმშიც. სწორედ, მის ერთ-ერთ აქტიურობას მოჰყვა ის, რომ ქუთაისელთა კარში საჯარიმო დაინიშნა, რომელიც ულამაზესი დარტმით ლაშა თოთაძემ გოლში გადაზარდა. რადგან სიტყვამ მსაჯები მოიტანა, აღსანიშნავია, რომ დაძაბული შინაარსიდან გამომდინარე, შეხვედრა კორექტულად მიმდინარეობდა. მსაჯები, გუნდებს თამაშის საშუალებას აძლევნდნე. საერთოდ ბოლო ტურებში, მსაჯთა მხრიდან ეს ტენდენცია მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ევროტურნირებზე. ელემენტარული ფიზიკური ბრძოლის შემდეგ, წესით აღარც ქართველი ფეხბურთელები „გაშეშდებიან" მსაჯის შემყურე, გამოგონილი ჯარიმის მოლოდინში. ამ შეხვედრაშიც, კი იყო 5 ყვითელი ნაჩვენები, მაგრამ აქედან 3 დროის გაყვანისა და სიმულაციისთვის მიიღეს ფეხბურთელებმა.

ქუთაისელებმა,მხოლოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ერთი ქულის აღება. ლევან კუტალიას ჩაწოდების შემდეგ, თითქმის ერთი-ერთზე დარჩენილმა ლაშა კუჭუხიძენ, რევიშვილს, თავური დარტმით, ახლო მანძილიდან გაუტანა გოლი. შეხვედრა კი ფრედ, 1-1 დასრულდა. გამომდინარე ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან, მესამე წრის, ბოლო კალენდარულ მატჩში, „დინამოსთვის" უფრო მნიშვნელოვანი იყო ქუთაისში ქულის აღება, თანაც უფრო რთული, ვიდრე ქუთაისელებისთვის თამაშის არ წაგება. ახლა, სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის არსებული ექვსქულიანი სხვაობა უცვლელია."დინამოსაც" და „ტორპედოსაც", თუმცა, ისევე, როგორც „სამტრედიას" შეუძლიათ ჩემპიონობისთვის იბრძოლონ.
„ქუთაისში ძნელია თამაში. ჩვენ, პირველივე წუთზე შეგვეძლი ანგარიში გაგვეხსნა. შემდეგ, უკვე „ტორპედომ" მოიპოვა უპირატესობა. ვერ ვიტყვი, რომ საგოლე მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ტერიტორიული უპირატოესობა ქუთაისელებს ჰქონდა. თავიდანვე დაგეგმილი გქვოდნა და ველოდეით, ასეთ თამაშს. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში. ჩვენი პრინციპი იყო, რომ კარი ნულზე შეგვენახა. ფაქტიურად, 94-ი წუთი ეს, გამოგვივიდა. მეორე ტაიმში, შევეცადეთ კონტრშეტევებზე გევთამაშა. ვფიქრობ, ვიმსახურებდით მოგებას, გამომდინარე კიდევ იქიდან, რომ მხოლოდ, ბოლო წუთზე გავუშვით დასანანი გოლი. ეს, ალბათ, ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოუცდელობას უფრო უნდა დაბრალდეს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. კიდევ გავქვს თამაშები, ვეთამაშებით უშუალო კონკურენტებს. ბიჭებს კი, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თავდადებისთვის", - ამბობს კახა კაჭარავა, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.
მოგეხსენებათ, „ტორპედო" 2011 წლის შემდეგ ვერ ახერხებს „დინამოს" დაამარცხას. მხოლოდ, შარშან, დ. ყიფიანის თასის გათამაშებაში, ქუთაისელებმა, თბილისში, დინამო არენაზე მოახერხეს თბილისელთა დამარცხება და საბოლოოდ, ქვეყნის თასსაც ისინი დაეუფლნენ. აქვე შეგახსენეთ, რომ 1 ნოემბს, საქართველოს თასის ½ ფინალში, სწორედ „ტორპედო" და „დინამო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს შეხვედრა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ეროვნული ლიგის ამ შეხვედრაში კი ქუთათურებს შემტევი ხაზის მოთამაშე, კაპანაძე და ახლაგაზრდა მცველი ჭიჭინაძე აკლდათ. რაც შეეხება „დინამოს", მიმდინარე ეროვნული ლოგის გათამაშების მსვლელობისას მას 6 წამყვანი ფეხბურთელი მოაკლდა და აქედან გამომდინარე, კაჭარავს, მეტად მნიშვნელოვან თამაშში, ახალგაზრდა ფეხბურთელებით (16-18 წლის) დაკომპლექტებული გუნდით მოუხდა ქუთაისში თამაში.

და ბოლოს - რამდენიმე დეტალი ტრიბუნიდან და სტადიონის მიმდებარე პერიმეტრიდა.
თამაშამდე: 40 წუთით ადრე, როდესაც გუნდები უკვე მოთელვაზე გამოსასვლელად ემზადებოდნენ, რამაზ შენგელიას სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან „ჯუნგლებსა" და დინამოს ფანსექტორს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. უფრო სწორად, „დინამოს" ამ შემთხვევაში, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგების, ორგანიზებულად შეყვანა, მასპინძელი კლუბის უსაფრთხოების სამსახურს უნდა უზრუნველყო. სამწუხაროდ, სტადიონის შემოსასვლელთან, საიდანაც სტუმარი გუნდის ფანები შედიამ, სტადიონის დაცვამ დროულად არ შეუშვა თბილისიდან ჩასული ქომაგები დაცულ პერიმეტრზე, შესაბამისად, ვერ მოახერხა მათი დაცვაც. „ჯუნგლებმა" კი სტუმრებისთვის ქვები არ დაიშურეს. ამ პატარა შეხლა-შემოხლის დროს, ქვები, უშუალოდ სტადიონის პერიმეტრზეც გადმოყარეს. იქ, სადაც მონაწილე გუნდების ავტობუსები და სატელევიო სადგური იყო გამართული. ერთ-ერთი ნასროლი ქვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ჯგუფის წევრს გ. ტ.-ს მოხვდა და თავი გაუტეხა. შეგახსენებთ, რომ თბილისში, „ლოკომოტივთან" ტრიბუნაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქუთაისელ ქომაგს ე.წ. პირობითი სასაჯელი აქვს. ამის შესახებ, გულშემატკივარი თავად კლუბის მესვეურებსაც ჰყავთ გაფრთხილებული. ამას გარდა, უხამსი საქციელისთვის ტრიბუნაზე კლუბი 20000 ლარი არის ფედერაციის მიერ დაჯარიმებული. თუმცა, ეს გარემოება, ქუთაისელებმა როგორც ჩანს „ჩავლილად" ჩათავლეს. ბუნებრივია, „ქუჩური" გარჩევა, არც ფედერაციის კომპეტენციაა და თანაც ფანკულტურის ერთგვარი ნაწილიც კი არის. თუმცა, საზმაუწყებლის თანამშრომლის დაშავებას, ალბათ, რაიმე ადექვატური რეაქცია მაინც უნდა მოჰყვეს. მითუმეტეს, რომ მატჩის დელეგატის ოთახში, როდესაც დაშავებულს „დინამო თბილისისა" და „ტორპედოს" ექიმები დახმარებას უწევდნენ (სასწრაფოს ბრიგადის შემოსვლამდე), იქ ძალოვანიც ბევრი იყო შემოსული. ჩემის მხივ დავუმატებ, რომ ასეთი საქციელი, მხოლოდ იმ კლუბს ვნებს, კონკრეტულ შემხთვევაში, ვისი ფანებიც ჩადიან დანაშაულს. ამას, ისიც ემატება პატარ-პატარა ფულადი სანქციების სახით, რაც პიროტექნიკის გამოყენებას ახლავს ხოლმე თან. შედეგი თავად დათვალეთ.
ტრიბუნაზე: მეორე ტაიმის მსვლელობისას, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სახიფათო შეტევა წესების დარღვევით შეაჩერეს ქუთაისლებმა, ამ ადგილთან ახლოს, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ტრიბუნაზე მყოფ დინამოელების ახლობლებს, ადგილობრივები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, თუმცა, პოლიციის დროული ჩარევის შედეგად ვითარება განიმუხტა.
და ბოლოს: თამაშის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ტრიბუნაზე - ე.წ. VIP ზონაში, სადაც უკვე უშუალოდ „დინამოს" ხელმძღვანელობის მიმართ, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გაისმა. ამას, ასევე, პატარა ჩოჩქოლი მოჰყვა. თუმცა, ეს ინციდენტი ყველაზე უმტკივნეულო გამოდგა და კლუბის მესვეურთა ძალისხმევით, მშვიდობიანად და „ქართული გაგებით", უფრო სწორად, იმ ქუთაისურად (კაცურ სტუმარ-მასპინძლურად, რაც პირადად მე მიზიდავდა ბავშვობიდან ქუთაისში - ავტორი) დასრულა.
მომდევნო, 28-ე ტურში, რომელიც უკვე დასკვნითი წრის პირველი ტურია, „დინამო" გასვლაზე, ფოთის „კოლხეთი 1913"-ს დაუპირისოირდება. „ტორპედო" კი სახლში "საბურთალოს" შეხვდება. (იხილეთ ვიდეო)






ჩვენ








