
„დინამო თბილისის" აკადემიის გუნდმა, ბათუმის პირველ საერთაშორისო ტურნირზე, „აჭარის თასი", „საბურთალო" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ტურნირის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
დინამოელებმა შეხვედრის დებიუტში მოახერხეს გოლის გატანა. ანგარიში, ზუსტი დარტყმით გიორგი ფარცვანიამ გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას „დინამო თბილისს" კიდევ ჰქონდა რამდენიმე მცდელობა ანგარიში გაეზარდა, ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დინამოელმა გაბრიელ სიგუამ მიიღო.
აჭარული ტურნირის გამარჯვებული კი, პსვ „ ეინდჰოვენი" გახდა. გუნდმა, რომელმაც მხოლოდ, 1-ით მეტი ზუსტად შესრულებული პენალტის ხარჯზე მოახერხა ფინალში გასვლა, იქ, „ვალენსიას" სძლია 2-0 და „აჭარის თასს" დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ „აჭარის თასის" გათამაშება წელს პირველად ჩატარდა. შავი ზღვისპირა რეგიონის ახლა ასაკობრივ ტურნირში, 14-წლამდე ასაკის 8 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ პსვ „ეინდჰოვენი", ესპანეთის საფეხბურთო სკოლა, „დინამო ბათუმი", „საბურთალო" „ვალენსია" „ბაბელსბერგი", „დინამო თბილისი" და სფფ- ს აკადემია.





ჩვენ








