ირლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე 1 დღე დარჩა
ირლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე 1 დღე დარჩა
11.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან სათამაშოდ მზადაა. ასეთი აზრი, პირადად ჩვენმა გვერდმა დღეს, „დინამო არენაზე" გამართული  პრესკონფერეციის დროს გამოვიტანეთ. ჩვენებმა იციან რომ ირლანდიას ჰყავს, ძლიერი მწვრთნელი, ძლიერი გუნდი, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში არის დაბალანსებული, ჰყავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კარგ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები... გუნდი, რომლის წარმოდგენაც ადვილია და თამაში რთული. თამაში, რომელშიც გამოცდილებასთან ერთდ, საქართველოს ნაკლებს მენტალიტეტის პრობლემაც ექნება გადასალახი. თუმცა, ჩვენს გუნდში, იმედოვნებენ, რომ ის „ნავსი" რომელიც ვაისის მწვრთნელობის პერიოდში გატყდა ირლანდიასთან მიმართებაში, ხვალ, შესაძლოა დაინგრეს და საქართველოს ნაკრებმა პირველი 3 ქულა მოიგოს. ეს იქნება განსხვავებული თამაში საქართველოსთვის და ირლანდიისთვის, რადგან ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიგოთ, მაშინ როცა, ირლანდიას ჯგუფიდან გასვლის ამბიცია აქვს.


ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელი)

მოწინააღმდეგის შესახებ:

ამ თამაშისთვის ორშაბათიდან ვემზადებით რთული თამაშისთვის. ირლანდია ჯგუფის ლიდერია, ძლიერი გუნდია და კარგი მწვრთნელი ჰყავს, ეს უკვე დაამტკიცეს. დაცვასა და თავდასხმას შორის კარგი ბალანსი გააჩნია, ფეხბურთელები წამყვან ლიგებში თამაშობენ, გამოვარჩევდი შეინ დაფს, რომელიც სტანდარტულებისას სახიფათოა. ჩვენთვის კი, ეს თამაში ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია და ვეცდებით დანიასთან შეხვედრის მსგავსად კარგად ვითამაშოთ დაცვაში, მაგრამ შეტევაში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ.

მარტინ ონილს კარგად ვიცნობდი, ჩემი მეგობარი იყო, მიკ მაკარტის კი არ ვიცნობთ. თუმცა, ირლანდია დღესაც მსგავსი სტილით და ეშხით თამაშობს, შევადარებდი მოცეკვავეებს. საქართველოშიც კარგი მოცეკვავეები გვყავს და ვნახოთ...

ვიცით, რომ ირლანდიას რამდენიმე ფეხბურთელი აკლია ტრავმების გამო, ჩვენ კი, ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ ირლანდიის ნაკრების ნებისმიერ შემადგენლობასთან სათამაშოდ.




ნავსი გატყდება?

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის რანგში პირველად დავამარცხებ ირლანდიას. სლოვაკეთში მუშაობის დროსაც ორი ფრე მაქვს ირლანდიელთა წინააღმდეგ და ვისურვებდი, რომ ეს ნავსი გატყდეს. ამისთვის იდეალური თამაში იქნება საჭირო, დანიასთან დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ახლა უფრო მეტად ბალანსი დაგვჭირდება დაცვასა და შეტევაში. ფეხბურთელები ბოლომდე უნდა დაიხარჯონ, არა 100%, არამედ 120%-ით.

მთავარი არაა ნავსის გატეხვა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია თამაშის ხარისხის. ირლანდიისთვის კი ალბათ მთავარი შედეგია, რადგან ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის. ჩვენ სამწუხაროდ ეს შანსი არ გვაქვს, მაგრამ ვემზადებით მომავალი მატჩისთვის და ვიყენებთ ყველა თამაშს მოსამზადებლად. თუმცა, ცხადია, გვინდა გამარჯვება, გულშემატკივრის გახარება და საკმარისი მოტივაცია გვაქვს იმისთვის, რომ ირლანდიასთან ნავსი გავტეხოთ.


იქნება თუ არა ცვლილებები დანიის მატჩის შემდეგ

ბევრი ცვლილება არ იქნება შემადგენლობაში წინა თამაშთან შედარებით. მოთამაშეთა უმრავლესობა სტაბილურად თამაშობენ თავიანთ გუნდებში. ქვილითაიას რაც შეეხება, მისთვის ბელგიაში საკმაოდ რთული პერიოდია, მაგრამ ხვალ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, კარგ ფორმაში იმყოფებიან, მაგრამ გარდა ფიზიკური მომზადებისა და დაგვჭირდება მენტალური მზადყოფნაც და ყურადღებას ამასაც მივაქცევთ. ვიცით, რომ ირლანდია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩენ გვყავს ტექნიკური ფეხბურთელები და ვეცდებით ეს უპირატესობა გამოვიყენოთ.

პაპუნაშვილს რაც შეეხება, მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე მზად არ იყო და ერჩივნა გუნდთან ერთად დარჩენილიყო ამ ეტაპზე. გურამ კაშია ნამდვილი პროფესიონალია და მზადაა სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაღლილია. ბევრი კაშია რომ გვყავდეს, ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა",

სადამდე დარჩება ვაისი?

ამ ეტაპზე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რა იქნება მომავალში. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ მომავალ შეხვედრაზე და საქართველოსთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ დაველაპარაკები ფედერაციას და გადავწყვეტთ რა იქნება და როგორ. ერთა ლიგის შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, საქართველოსთვის, გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის, ფედერაციიისთვის, ამიტომ მე ვიქნები თუ სხვა მწვრთნელი, ეს მეორე ხარისხოვანია. კონტრაქტს რაც შეეხება, ამოწურვის შემდეგ მარტამდე ავტომატურად გრძელდება.




გიორგი ქვილითა

მენტალურად მზად ვართ, რადგან ბოლო საშინაო მატჩი საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, დადებითი შედეგი იყო. ახლა კი, წლის ბოლო საშინაო თამაში გვაქვს და ვფიქრობ, დროა, რომ ეს ნავსი გავტეხოთ და სამი ქულა თბილისში დავტოვოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც არ თამაშობ კარგავ ფიზიკურ მომზადებას, თავდაჯერებას, მაგრამ ბელგიის თასზე გატანილი გოლებით ვეცადე ჩემი შანსი გამომეყენებინა. ხვალ კიდევ ერთი შანსი მომეცემა და ვეცდები გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების 100%.

ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, ბურთთან ვარჯიში დაიწყო, ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ვფიქრობ წლის ბოლომდე მოედანზე გასვლა უნდა მოახერხოს", - თქვა ქვილიათაიამ.