21-წლამდე ნაკრები შვეიცარიაში ბოლო 10 წუთში დამარცხდა
21-წლამდე ნაკრები შვეიცარიაში ბოლო 10 წუთში დამარცხდა
11.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები,  ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩში მინიმალური ანგარიშით 2-1 დამარცხდა. შეხვედრაში, რომელიც შვეიცარიაში გამართა, ქართველ ფეხბურთელებს, უკვე მე-6 წუთზე შეეძლოთ ანგარიშს გახსნა. თუმცა, გუნდის კაპიტანმა, გიორგი არაბიძემ, ბურთი დიდი მანძილით ააცდინა კარს. სხვათა შორის, ამ და მატჩის მიწურულს კიდევ ერთ გაცუდებულ მომენტს, 79-ე წუთზე, შედეგი რომ მოეტანა და შემდეგ, ამას ფანტასტიკური გოლიც დამატებოდა, რომელიც გიორგი არაბიძემ 61-ე წუთზე გაიტანა, ის ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი იქნებოდა, შვეიცარელ რუბენ ბარგასთან ერთად, რომელმაც ამ თამაშში მართლაც, რომ ივარგა.


ბუნებრივია, მატჩის სტარტზე, ქართველ 21-ე წლამდელებს, რომ გოლი გაიტანდა, შეხვედრა უფრო სხვა რიტმში გაგრძელდებოდა. თუმცა, არაბიძის გაცუდებული მომენტის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა კიდევ 6 წუთი მოახერხა ბურთი ეკონტროლებინა, შემდეგ კი თამაში ნელ-ნელა გათანაბრდა, ხოლო პირველი ტაიმის დასასრული და მეორეს საწყისი, მთლიანად მასპინძლების კარნახით წარიმართა. მიუხედავად ამისა, გოლი მხოლოდ 57-ე წუთზე გავიდა და ის ვარგასის ანგარიშზეა. ამ მომენტიდან 4 წუთში გია ცეცაძის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. მას შემდეგ რაც შვეიცარიელებმა, გიორგი კუციასთან თამაშის წესები დაარღვიეს, საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ულამაზესი გოლით გიორგი არაბიძემ დაასრულა.


დარჩენილ დროში მომენტები ორივე კართან შეიქმნა. თუმცა, უფრო მეტი იღბალი მასპინძლებს აღმოაჩნდათ. 83-ე წუთზე, შვეიცარიელების მორიგი შეტევისას, მვულა ლოტომბამ  ჩვენს საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი ლუკა გუგეშაშვილის კარში გადაგზავნა. შვეიცარიელებმა, ამ მატჩის შემდეგ, 6 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ასევე 6 ქულა აქვს თუმცა, შვეიცარიელებზე 1 თამაშით მეტი ჩატარებული. მომდევნო საფეხურზე საფრანგეთის ნაკრებია, რომელსაც 1 თამაში და 3 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, სწორედ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.


შვეიცარიასთან კი გია ცეცაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:  გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, მალი, სილაგაძე (ნებიერიძე 86'), ნინუა (კოხრეიძე 86'), კუცია, არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86'), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 75')


შვეციარიის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო