სამზადისი ქართული საფეხბურთო ოცნებისთვის
სამზადისი ქართული საფეხბურთო ოცნებისთვის
12.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ირლანდია, ჯგუფს ლიდერობს, ამდენად, დასაკარგი უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს.  საქართველოს ნაკრებისთვის კი ეს თამაში ერთა ლიგის გათამაშების ორი დარჩენილი თამაშისათვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ირლანდიასთან, ასევე დარჩენილ ორ შეხვედრაში, წლის ბოლო ამხანაგურში ხორვატიასთან და მარტშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის და მთლიანად გუნდისთვისაც მთავარი ამოცანა, სწორედ იმ ქართული ოცნების ახდენა იქნება, რომელსაც ამდენი წელია, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ელოდება.



სწორედ, ამ პერიოდის დასასრულამდე უხელმძღვანელებს ვაისიც საქართველოს ნაკრებს და ამდენად, ქართული მედიის გამუდმებული კითხვა, რას იზამს ვაისი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, უბრალოდ წყალის ნაყვაა და ზედმეტად „სენსაციის" ძიების მცდელობა, მითუმეტეს მნიშვნელოვანი და ქართული ფეხბურთისთვის გადამწყვეტი პერიოდის წინა, როდესაც მთელს გუნდს სამწვრთნელო შტაბიან, ფეხბურთელიან, ფედერაციიან, ჟურნალისტიან და გულშემატკივრით დასრულებული, ფოკუსირება ერთ კონკრეტულ ამოცანაზე, ჩვენი ნაკრების მშვიდ გარემოში წარმატებაზეა საჭირო. არა, ბუნებრივია, შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ, მხოლოდ არა ნიშნის მოგებით და მე ჟურნალისტი (ან „ხალხის ხმა ვარ" და ქომაგი) და შენზე მეტი ვიცი - პრინციპით. იმედია, გამგები და ამ პატარა აბზაცის ავტორი მშვენივრად მიხვდება ვისთვის არის გზავნილი და ჩვენი ვებ-გვერდის წარმომადგენლების „საერთო სპორტული მედია ოჯახიდანაც" იზოლაცია გაგრძელდება, მაგრამ ჩვენი მკაცრი და უცვლელი პოზიციიდან გამომდინარე, კარგსაც და ცუდსაც როგორც საფეხბურთო მხარის, ასევე მედიის მიმართაც აღვნიშნავდით და სამომავლოდაც გავამახვილებთ ყურადღებას. ახლა, გვერდში დგომის და დაბალანსებულად, ერთი საქმის კეთების დროა.


„ირლანდიის გუნდი ადვილია წარმოსადგენად, მაგრამ რთულია სათამაშოდ. ჰყავს კვალიფიცირებული მწვრთნელები და მოთამაშეები. აქვს კარგი ბალანსი დაცვასა და შეტევის ხაზებს შორის. ზოგი მოთამაშე უმაღლესი საერთაშორისო დონე აქვს. ჩვენთვის არაა კარგი ინფორმაცია, რომ ირლანდიელებს ... დაემატათ. ის გუნდში ძალაა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ხვალ თამაში მოვიგოთ", - ეს კიდევ ერთხელ ვლადიმირ ვაისის განწყობა ირლანდიასთან თამაშის წინ.





საქართველოს ნაკრებს პატივს სცემს, მაგრამ თბილისსა და ჟენევასთან „ომისთვის" მზად არის მიკ მაკარტი. ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუშინ, რამდენიმე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და შემდეგ პრესკონფერეცია, მხოლოდ ირლანდიური მედიისთვის გაგრძელდა. თუმცა, ბევრი სიახლე, რაც აქამდე ქართული მხარისთვის არ იყო ცნობილი, ამ დღეს, არ თქმულა.



„გთხოვთ, რომ სწორად გამიგოთ, საქართველო ძალიან კარგი გუნდია, დანიასთან თამაშს ვუყურეთ და არამხოლოდ ქულას, არამედ გამარჯვებას იმსახურებდა და ეს არ იქნებოდა მოულოდნელობა. თუმცა, ჩვენ დანიაშიც სამი ქულისთვის მივემგზავრებით და იგივე იქნება აქაც, მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო. თუმცა, ეს დიდი პრობლემა არაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი როლით ითამაშეს განვლილ მატჩებში. მაგრამ ახლა შანსი სხვებს მიეცემათ და დარწმუნებული ვარ შანსს სათანადოდ  გამოიყენებენ", -ამბობს მაკარტი.




ათვლის წერტილად დანია აქვს არჩეული საქართველოს ნაკრებსაც. ვაისი, პრესკონფერეციის დროს ამბობს, რომ ისევე ითამაშებს როგორც დანიასთან, მხოლოდ ახლა უფრო მეტი გამოცდილების ჩადება დასჭირდება და აქ, პირველ ადგილზე სათამაშოზე მეტად, მენტალური ხასიათის გამოცდილებას აყენებს. შესაძლოა, ამის ბრალიც არის ის, რომ მიმდინარე შესარჩევში, ვაისის მიერ არჩეული გათვლები ახალგაზრდებზე და შესაბამისად ნაკრების მომავალზე, გამოცდილებით და კვალიფიკაციით დაბალანსდა. მითუმეტეს, რომ ნაკრებს წინა შეკრებებისგან განსხვავებით, ტრავმირებულების ნაწილი დაუბრუნდა.


„ხვალ, პირველად ისტორიაში, ჩვენ შევეცდებით და იმედი მაქვს, მოვიგებთ", ესაა ვაისის აზრიც და გუნდის განწყობაც, რომელსაც გულშემატკივრის მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება. ასე, რომ აუცილებლად, დღეს, 17:00, უფრო სწორად 17 საათამდე, ისე, რომ ნაკრებთან ერთად ვიმღეროთ ჰიმნი, მოდი „დინამო არენაზე" და უქომაგე შენს გუნდს.




ეროვნული ნაკრების ბოლო ვარჯიში ირლანდიასთან მატჩამდე (გიორგი ქვილითაიას, გურამ კაშიასა და ოთარ კიტეიშვილის კომენტარები)