
2013 წლის 20 იანვარს, გუდაურში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თოვლის დღეს, უკვე მეორე წელია მსოფლიოს ოთხ ათეულზე მეტ ქვეყანაში, წლის დასაწყისში ერთსა და იმავე რიცხვში აღნიშნავენ. ეს დღე მთის, ჯანსაღი ცხოვრების, ამ სფეროში ახალგაზრდების ჩაბმულობის და გააქტიურების სიმბოლო გახდა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მას ადგილობრივი ტრადიციით ხვდებიან.
გუდაური, თოვლის დღის მარათონში 2012 წელს ჩაება და მას, წელსაც რამდენიმე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნავს.
აქვე გაცნობებთ, რომ "მსოფლიო თოვლის დღის" ოფიციალური მედია პარტნიორია ევროსპორტი, რომელიც ზამთრის სეზონზე FIS-ის ეგიდით გამართულ ყველა ღონისძიებას აშუქებს.
2013 წლის 20 იანვარს დილიდან, ახალ გუდაურში (გონდოლას ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე) რამდენიმე საინტერესო სანახაობა იგეგმება:
- საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის თაოსნობით, გუდაურში არსებული სათხილამურო სპორტსკოლების მოსწავლეთა შეჯიბრი (მონაწილეთა ასაკი 12 წელი);
- საქართველოს ფრისტაილის ფედერაციის საჩვენებელი შეჯიბრი;
- საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტების საჩვენებელი ფრენები (თუ ამინდმა მოგვცა საშუალება);
ამავდროულად, სწორედ ამ დღეს დაჯილდოვდებიან SKILINE-ის 2012 წლის საუკეთესოები, რომლებსაც საჩუქრად, გუდაურის განვითარების ფონდისგან 2013 წლის სეზონური აბონიმენტები გადაეცემათ.





ჩვენ








