
„ჯეორჯიანსმა" ფუტსალში, ჩემპიონთა ლიგის მეინ-რაუნდში ასპარეზობა 6 ქულით დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი, ქართულ გუნდს ასპარეზობა მომდევნო ეტაპზე გაეგრძელებინა. ელიტ რაუნდის საგზური, იტალიურმა „პეზარომ" მოიპოვა, რომელიც შვედეთში, ჯგუფური ეტაპის დაწყებამდეც, ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. ერთადერთი თამაში ჯგუფშიც, ქართველებმა, სწორედ „პეზაროსთან" წააგეს.
„რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, იტალიის გუნდთან ასპარეზობა ძალიან რთული იქნებოდა, რაც შედეგზე აისახა კიდეც. ვფიქრობ, მეინ რაუნდში ექვსი ქულა ძალიან კარგია ჩვენი გუნდისთვის. მოთამაშეების ძალისხმევით კმაყოფილი ვარ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგ მოწინააღმდეგეს მოვუგეთ, გერმანიის ჩემპიონის სახით. მინდა აღვნიშნო, რომ მათ გუნდში შვიდი, საკმაოდ ძლიერი, ხორვატი თამაშობდა. ასეთ კარგ მეტოქესთან გამარჯვება კი, წარმატებაა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
უნგრეთში გამართული, მეინ-რაუნდის დასკვნით შეხვედრაში „ჯეორჯიანსი" გერმანიის წარმომადგენელ „უეილიმდორფს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 6-2 იმარჯვეს. ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, გოლი ამირან ცხომარიამ (14'33'' (2P) გაიტანა. გერმანელებმა რამდენიმე წუთში ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, წუთიც არ იყო გასული, რომ
ჯანო გიორგაიას (19'38') გოლის შემდეგ კვლავ დაწინაურდნენ. ამ შეხვედრაში ჩვენმა კლუბმა, კიდევ, 4 გოლის გატანა მოახერხა'ნუკრი ჭუმბურიძისა (38'58'') და შოთა თოფურიას (39'41') გოლების გარდა, დუბლი ირაკლი თოდუამ გაიფორმა. თოდუამ გოლები 20'45''და 30'58'' წუთებზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე, „ჯეორჯიანსმა" ადგილობრივი „ვოლდორფი" 4-2 დაამარცხა, ხოლო იტალიურ „პეზაროსთან" 1-5 დამარცხდა.





ჩვენ








