
წყალბურთში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მონაწილეთა ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად დარჩენილ 8 ადგილზე, 4 შესარჩევი ჯგუფიდან 2-2 გუნდი გავიდა. მათ შორის საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებიცაა, რომელმაც დღეს დიდი ანგარიშით 24-7 შვეიცარიის ნაკრები დაამარცხა.
თბილისში გამართული შესარჩევ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა, ჯგუფში გერმანიის ნაკრებიც დაამარცხა 9-7 და შესაბამისად ორი გამარჯვებით, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა ფინალურ ეტაპზე.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ევროპის პირველობაზე, რომელიც 12-26 იანვრის ჩათვლით, ბუდაპეშტში გაიმართება, საქართველოს ნაკრებმა თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.
ევრო 2020-ზე წინა ჩემპიონატის მსგავსად მოხვდნენ ჰოლანდია, თურქეთი, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, საქართველო გერმანია, რომლებიც ევრო 2018 წლის ტოპ 8 გუნდს (სერბეთი, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუსეთი და უნგრეთი) ავტომატურად დაემატნენ.
წყალბურთში, ევროპის რიგით 34-ე ჩემპიონატისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში, 12-16 იანვრის ჩათვლით გაიმართება, კენჭისყრა, 22 ოქტომბერს ჩატარდება. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დასაწყისში, რომელ ქვეყნებთან ერთად მოიწევს საქართველოს ბრძოლა.





ჩვენ








