
საკალათბურთო სუპერლიგაში სიახლეა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „რუსთავი", რომლებსაც ჩემპიონატში, წარუმატებელი თამაშისთვის ერთი ლიგით დაქვეითდა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით კვლავ ძლიერთა შორის დარჩა და ახლა ქვედა ლიგიდან ამოსულ „ვერსათან" ერთად, ქვეყნის უძლიერესის სახელის მოსაპოვებლად, საერთო ჯამში 11 გუნდი (დინამო, ტიტები, ცხუმ-აფხაზეთი, თსუ, რუსთავი, ბათუმი, ვერა, ქუთაისი, ოლიმპი, კაკტუსი, მგზავრები.) იბრძოლებს. შესაბამისად, ყოველ ტურში თითო გუნდს თამაშის გამოტოვება მოუწევს. სუპერლიგა კი 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავა. წინა სეზონის მსგავსად, პლეი-ოფის ყოველ სტადიაზე - მეოთხედფინალში, მერვედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში სერიები 3 მოგებამდე გაგრძელდება.
ჩვენი გვერდისთვის არსებული ინფორმაციით, კალათბურთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით კალათბურთის პოპულარიზაციისთვის და განვითრებისთვის გადაიდგა. ბუნებრივია, რამდენად მართებული იყო, სუპერლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა და რამდენად წაადგება ეს, ქვეყნის მასშტაბით კალათბურთის პოპულარიზაციას, მითუმეტეს, როცა ინფრასტრუქტურულად (დარბაზები გვაქვს მხედველობაში სათამაშო კი არა, თითქმის სავარჯიშოც ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელია), არის თამაშებზე მომსახურე კვალიფიციური და მიუკერძოვებელი პერსონალის ნაკლებობა (რაც სწორდება და დროის ამბავია), სამწუხაროდ მოთხოვნილებებს ძალიან ჩამოვრჩებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მატჩებზე დასწრებაზე, რთული განსაჭვრეტია. თუმცა, სადაც 30 წელი გვიცდია, ახლაც დაველოდებით მოვლენების განვითარებას, მითუმეტეს, რომ საკლუბო კალათბურთისგან განსხვავებით, რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, სანაკრებო კალათბურთი, ჩვენი გვერდის მოსაზრებით, სათამაშო სახეობებში, შედეგებიდან გამომდინარე ლიდერია.
ასე თუ ისე, ნაკრებს კადრები ეროვნულმა ჩემპიონატმა, თუნდაც, გადავსებულმა ლეგიონერებით, უნდა მიაწოდოს. ამისთვის ჩვენი გვერდი, სისტემატურად შეეცდება, კალათბურთის ფედერაციის მიერ მომზადებული თამაშების მიმოხილვები შემოგთავაზოთ (თუ ბუნებრივია, ჩვენ ვერ მოვახერხებთ თამაშებზე დასწრებას, გადატვირთული სპორტული რეჟიმის გამო).
სუპერლიგის 2019-2020 წლების გათამაშების პირველი ტურის, პირველი 3 შეხვედრაში კი შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:
„ვერა" - „ქუთაისი" 84-76
„კაკტუსი" - „მგზავრები" 80-64
„ოლიმპი" - „დინამო" 90-100
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








