
თბილისს და ქართულ ფეხბურთს , დავით ყიფიანის სახელობის აკადემია შეემატა. დღეს, თავისუფალი სკოლის ტერიტორიაზე საფეხბურთო კლუბის თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის მორიგი მოედანი გაიხსნა, რომელსაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა.
გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ. ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, თბილისის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და საფეხბურთო კლუბის სხვა პარტნიორები ესწრებოდნენ.
ახალ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები ივარჯიშებენ. საწვრთნელ პროცესში ბიჭები და გოგონები ინტეგრირებულად ჩაერთვებიან.





ჩვენ








