
დღეიდან ბათუმში, სტარტი აიღო და 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ჭადრაკში ევროპის რიგით 22-3 გუნდური ჩემპიონატი. ასპარეზობაში, 40 ქვეყნის ეროვნულ ნაკრები მონაწილეობას, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. საერთო ჯამში ტურნირში მონაწილეობას 160 მოჭადრაკე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ, კერძოდ ბათუმმა 1999 წელს უკვე უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ ევროპის გუნდური ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება მსოფლიო ჭადრაკში.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები ბათუმის ტურნირამდე, ასე გამოიყურება:
ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი
ქალთა შორის:
I ადგილი (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;
II ადგილი (4) - 1992 წელი, დებრეცენი, უნგრეთი;
2005 წელი, გეტებორგი, შვედეთი;
2009 წელი, ნოვი-სადი, სერბეთი;
2017 წელი, კრეტა, საბერძნეთი
III ადგილი (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი, საბერძნეთი;
2015 წელი, რეიკივიაკი, ისლანდია;





ჩვენ








