საკალათბურთო სეზონი, 1 ოქტომებრს დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება
საკალათბურთო სეზონი, 1 ოქტომებრს დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება
27.09.2017
ავტორი:

ტრადიციულად, დუდუ დადიანის სახელობის მემორიალით გაიხსნება მორიგი საკალათბურთო სეზონი საქართველოში. ტურნირი 1-დან 6 ოქტომბრამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას 9 გუნდი მიიღებს. დადიანის მემორიალში „ბათუმის" გარდა სუპერლიგის მონაწილე ყველა და ერთიც, „ა" ლიგის გუნდი მონაწილეობს. „ა" ლიგიდან ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „თსუ-ჰიუნდაიმ", რომელსაც გასულ სეზონში სუპერლიგაში გადმოსვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.
გათამაშების სისტემის თანახმად, გუნდები, 3 ჯგუფშია გადანაწილდნენ და ტრადიციულად, ჯგუფებში გასული სეზონის შედეგების მიხედვით განთავსდნენ. შესაბამისად, 2016-17 წლების სუპერლიგის პირველი სამეული „ა", „ბ" და „გ" ჯგუფებს ჩაუდგა სათავეში.
„ა" ჯგუფი: „დინამო", „მგზავრები", „თსუ ჰიუნდაი"
„ბ" ჯგუფი: „ქუთაისი", „სოხუმი", „მარნეული"
„გ" ჯგუფი: „რუსთავი", „კაკტუსი", „ოლიმპი"
გათამაშების ფორმატის თანახმად, გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. ნახევარფინალში გუნდები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან. ნახევარფინალები 5 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალი თბილისის ოლიმპიური, სადაც დადიანის მემორიალი ჩატარდება, 6 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დუდუ დადიანის მე-15 გათამაშების გამარჯვებული „დინამო თბილისი" გახდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა ფინალში მე-14 გათამაშიების ფინალისტი „ქუთაისი" 75:63 დაამარცხეს და დადიანის თასი მეორედ მოიგეს.
დუდუ დადიანის მემორიალი, რომელიც წელს მე-16 გაიმართება, სათავეს 2002 წლიდან იღებს. სწორედ ამ წელს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერაციის შენობის კიბეებზე მოკლეს. ტურნირში, რამდენჯერმე აზრებაიჯანისა და ყაზახეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ბოლო წლებია მასში, მხოლოდ ქართული გუნდები ასპარეზობენ და ეროვნული პირველობის განახლებამდე, დუდუ დადიანის მემორიალი ერთგვარი გაცნობითი ხასიათისაც კი არის. სწორედ, ამ ტურნირზე, საქართველოს სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდები შემადგენლობების სეზონისწინა „პრეზენტაციას" აწყობენ.